თესვის სეზონისთვის ვემზადებით, ყურადღებით შევისწავლით სათეს კალენდარს 2022 წლის მარტისთვის.

2,658 views

დიდ იმედებს ვამყარებ აგარაკსა და ბოსტანზე, უკვე შევისწავლი კიდეც მთვარის სათეს კალენდარს 2022 წლის მარტისთვის. მასზე დაყრდნობით დეტალური გეგმაც კი შევადგინე, იღბლიანად შერჩეული დღეები და კარგი განწყობა ამაღლებს აგრაგული სამუშაოების წარმატებულობის შანსებს. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ მთვარის სათეს კალენდარს მარტისთვის და ასევე მოგცემთ ზუსტ მითითებებს.

მთვარის სათესი კალენდარი 2022 წლის მარტისთვის

მარტი – გაზაფხულის პირველი თვეა. ძირითად სამუშაოებს ბაღსა და ბოსტანში სწორედ ახლა ედება სათავე. ამ პერიოდში შეგიძლიათ დაიწყოთ ბოსტნეული დათესვა, ნიადაგის მომზადება და მისი განოყიერება, ასევე ბაღში შეამოწმოთ ხეების მდგომარეობა ზამთრის ყინვების შემდგომ, გასხლათ ისინი და გააფხვიეროთ გრუნტი ბუჩქების გარშემო. ჩვენს წინაპრები აჯერებდნენ ხოლმე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მზის და ციური სხეულების მდებარეობასთან და ისინი არასოდეს ტყუვდებოდნენ.

1-ლი, 2 და 3 მარტი ახალი მთვარის დღეებია, რა დროსაც სჯობს თავი შეიკავოთ სამებაღეო საქმიანობისგან. 4 და 5 მარტი კი საკმაოდ ხელსაყრელი დღეებია პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის ჩითილების დასარგავად. ასევე დასათესად ივარგებს, სალათის ფურცელი, კამა, ხახვი, ისპანახი, ბოლოკი. 6, 7 და 8 მარტს მთვარე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ზედგამოწერილი დროა თესლების დასალბობად და ბოსტნეულის დასარგავად.

ბაღში შეგიძლიათ ჩაებათ გამხმარი ყვავილების გასხვლაში, მებაღეებისთვის შესაფერისი დროა მრავალწლიანი ყვავილების მოსაშენებლად. 9 და 10 მარტს შეგიძლიათ დათესოთ პეკინური და ყვავილოვანი კომბოსტო, ასევე ცხარე წიწაკაც, დაკავდეთ ნამხრის აცლით, მავნებლებთან ბრძოლითა და გამხმარი მიწის გაფხვიერებით. ამ პერიოდში მეყვავილეებს შეუძლიათ დარგონ ამპელური და ხვიარა მცენარეები.

11, 12,და 13 მარტი შესანიშნავი დროა გარკვეული ღონისძიებების გასატარებლად, რათა დააჩქროთ ოხრახუშის, კამის, ნიახურის, მჟაუნას ზრდა. ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ თესლების დალბობით, პიკირებით. 14 და 15 მარტს გააფხვიერეთ გამხმარი მიწა და მოამზადეთ ნერგები. ამ დღეებში არაა რეკომენდირებული დათესვა, დარგვა, სასუქის შეტანა. 16-18 მარტის შუალედში სჯობს თავი შეიკავოთ საბოსტნო საქმიანობისგან. 19 და 20 მარტს არაა სასურველი მსხმოიარე ხეების გასხვლა. 21 და 22 მარტი საკმაოდ სახეიირო დღეებია დაცულ გრუნტში სალათის და სანელებლების კულტურის დათესვისა და დარგვისთვის. 23 და 24 მარტს შეგიძლიათ დარგოთ პომიდვრები, წიწაკები და ბადრიჯნები. 25 და 26 მარტი ხელსაყრელი დღეებია კარტოფილის, ჭარხლის, სტაფილოს, ხახვის დათესვისა და დარგვისთვის. 29 და 30 მარტს მორწყეთ სალათის და სანელებლების კულტურები, 31 მარტს კი თავი შეიკავეთ მორწყვისა და სასუქის შეტანისგან.

რედაქციის რჩევა

აუცილებლად შეინახეთ ეს მთვარის სათესი კალენდარი. პირადად მე, ძალიან მიყვარს, როცა დარგვისა და თესვის პროცესი ემთხვევა ხელსაყრელ დღეებს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე