დისკუსიამ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოიკიდოს ტუალეტის ქაღალდის რულონი, თანამშრომლები ორ ბანაკად გაყო.

1k views

ტუალეტის ქაღალდის შეფუთვა დღესდღეობით ყველა სახლში მოიპოვება. უბრალოდ წარმოუდგენელია ჰიგიენის ამ საგნის გარეშე ცხოვრება. კატაკლიზმების და სტიქიური უბედურებების დროს ადამიანები ტყუილად კი არ ახვეტავენ ხოლმე დახლებიდან სწორედ მას. როგორც, მაგალითად, ეს მოხდა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო.

უკვე ათწეულობის განმავლობაში არ წყდება დისკუსია იმაზე, თუ რომელი მხრიდან უნდა ჩამოიკიდოს ტუალეტის ქაღალდის რულონი. მოცემულ სტატიაში ორივე მხარის არგუმენტებს შევაჯამებთ და გაგიზიარებთ მეცნიერების მოსაზრებებსაც.

ტუალეტის ქაღალდის შეფუთვა

პირველად ტუალეტის ქაღალდის გაყიდვა დაიწყო ამერიკელმა ჯოზეფ გაიეტიმ 1857 წელს. ის კვადრატული ფორმის ფურცლებად იყო დაჭრილი და შეფუთული შეკვრებად. ტუალეტის ქაღალდის რულონებით გამოშვება დაიწყეს 33 წლის შემდგომ არტურ სკოტის ქაღალდის ფაბრიკაში.

საბჭოელი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ბურჟუაზიული ფუფუნების საგანი მხოლოდ 1968 წელს გამოჩნდა. დეფიციტური პროდუქტის შეძენა თავდაპირველად მხოლოდ მოსკოვის და ლენინგრადის მაღაზიებში იყო შესაძლებელი. სწორედ ამიტომ პროვნციელისთვის სანუკვარი რულონების “ყელსაბამი” კიდევ დიდხანს რჩებოდა წარმატებული შოპინგის სიმბოლოდ.

რომელი ბოლოთი უნდა გავტეხოთ მოხარშული კვერცხი, “ოკროშკა” ბურახით უნდა მომზადდეს თუ კეფირით, პელმენები ძმართან ერთად მივირთვათ თუ არაჟანთან…  ყველა ამ შეკითხვამ თავისუფლად შეიძლება გახადოს გუშინდელი მეგობრები შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად. ტუალეტის ქაღალდის ისტორიაც ამ ჩამონათვალში შედის.

ტუალეტის ქაღალდის ჩამოკიდების მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს: კიდით კედლისკენ ან კიდით თქვენკენ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მათ შორის სხვაობას ვერ ვხედავდი. თუმცა ახლობლების გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორივე ვარიანტს თავისი მომხრეები ჰყავს.

“ქაღალდი, რომელიც კიდით კედლისკენ ჰკიდია, უკეთესად გამოიყურება”, – მიიჩნევს საზოგადოების ერთი ნაწილი. მათ აზრით, ეს მოსახერხებელია და ადამიანს ქაღალდის დაზოგვაც შეუძლია.

თუმცა უპირატესობა აქვს ქაღალდის რულონის წინ მდებარეობასაც, ასე ადამიანი კედელს თითებით უეჭველად არ შეეხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასზე არ მოხვდებიან მიკრობები. ამ გზით გაცილებით მოსახერხებელია ქაღალდის დახვევაც და ჩამოხევაც, ასევე კარგად ჩანს მისი პერფორაციის ადგილიც.

ორივე მხარის მოსაზრებები საკმაოდ ლოგიკური ჩანს. თუმცა გაირკვა, რომ ამ კამათს წერტილი დაესვა საუკუნეზე მეტი ხნის წინ. ტუალეტის ქაღალდის საპატენტო განაცხადზე მითითებულია რულონის მხოლოდ ერთი განლაგების სქემა, რომლის მიხედვითაც მისი თავისუფალი ბოლო მდებარეობს რგოლის წინ. დაპატენტებულ ვარიანტს მხარს უჭერენ მეცნიერებიც. მათი აზრით, ის უფრო უსაფრთხოა და აფერხებს ინფექციის გავრცელებას.

ზოგჯერ ყველაზე ჩვეულებრივი რაღაცებიც კი უამრავ საიდუმლოს მალავს. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ტუალეტის ქაღალდს და თანაც ვერც ვხვდებით, რომ ამას არასწორად ვაკეთებთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე