სიდედრი შემიყვარდა და მხოლოდ მასთან ყოფნა მსურს.

1.2k views

მე ვიტალი ვარ, 4 წლის წინ ლელა გავიცანი, მალევე დავიწყეთ შეხვედრა. ნახევარი წლის მერე გაირკვა, რომ იგი ჩემგან დაორსულდა. ლელას ცოლად შერთვა მომიწია. ისე გამოვიდა, რომ იგი ჩემზე 12 წლით უმცროსია, სიდედრი კი – იმდენივე წლით უფროსი.

ახლა გვეზრდება უსაყვარლესი ბიჭუნა. შეუღლების შემდეგ მე და ლელამ სიდედრთან ერთად მის ბინაში დავიწყეთ ცხოვრება. იგი მოქნილი გრაფიკით მუშაობდა და სახლის საქმეების კეთებასაც ასწრებდა.

მოკლედ, შესანიშნავად ვცხოვრობდით. შემდეგ კი გავიაზრე, რომ წარმოუდგენელი რამ მოხდა: ჩემი სურვილის წინააღმდეგ და თანაც ისე, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, სიდედრი შემიყვარდა. ამაში არც მე და არც ჩემი ცოლი არ ვართ დამნაშავეები. ერთხელ ლელას არ მისცეს შვებულება, ჩვენ კი მთელი ოჯახით ძალიან გვინდოდა ზღვაზე დასასვენებლად წასვლა, ამიტომაც ამ ამბავმა დაგვანაღვლიანა. შემდგომ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ იქ მე, ჩემი ვაჟი და სიდედრი გავემგზავრებოდით.

როცა ლელას დედა საცურაო კოსტუმში დავინახე, მივხვდი, რომ იგი საოცარი ქალია. თავის ასაკთან შედარებით, ის საუცხოოდ გამოიყურებოდა. ჩემს სიდედრს უკვე ისე ვუყურებდი, როგორც მშვენიერ მანდილოსანს, ცოლის არსებობა სულ გადამავიწყდა. ძალიან ვნანობდი, რომ თავის დროზე ლელა შევირთე ცოლად. უკვე დიდი ხანია ვამჩვნევდი, რომ მასში ბევრი რამ მაღიზიანებდა. სიდედრთან ერთად გატარებული ეს ორი კვირა ყველაზე ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში.

სიდედრზე ძალიან ვეჭვიანობ, იმის გაფიქრებაც კი მზარავს ტანში, რომ მას ოდესღაც ვიღაც ჰყვარებია ჩემს გარდა. ერთად უბედნიერესად ვგრძნობთ თავებს! არ ვიცი, მომავლაში რას მოვუხერხებთ საკუთარ გრძნობებს.

სიდედრი ძალიან მიყვარს და მხოლოდ მასთან ერთად მინდა ყოფნა. ლელას უნდა დავშორდე და დედამისზე დავიწერო ჯვარი. ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. ლელა ახალგაზრდაა და კიდევ შეძლებს გათხოვებას და ცხოვრების მოწყობას. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ამაზე სიდედრი როგორ დავითანხმო. დამეხმარეთ, მომეცით რჩევა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე