დედაჩემი არ მიყვარს და ამის გამო სრულებითაც არ მრცხვენია. უბრალოდ არ გამაჩნია საბაბი იმისათვის, რომ იგი მიყვარდეს.

691 views

მე სალომე ვარ, 36 წლის, მყავს მეუღლე და ორი შვილი. სრულებითაც არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ დედაჩემი არ მიყვარს. სიმართლე რომ ვთქვა, იგი მეზიზღება.

მიჭირს ამ ქალს დედა ვუწოდო. მასთან ერთად გატარებული წლები ჩემთვის საშინელ მოგონებებადაა ქცეული. იგი არასდოეს ზრუნავდა ჩემზე, აღზრდაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. არასოდეს ვიცოდი, თუ რა არის დედობრივი სიყვარული და ალერსი. ბევრს უკვირს, რომ დღემდე არ მაქვს მშობელთან ურთიერთბა, თუმცა მათ წარმოდგენაც აქვთ, თუ რისი გადატანა მომიწია მის გვერდით. პასპორტის აღებამდე დედასთან ერთად ვცხოვრობდი ერთ ოთახიან ბინაში. ამ წლების განმავლობაში იგი სვამდა და სახლში მისნაირი ლოთები დაჰყავდა. მათი ძალიან მეშინოდა. სკოლიდან სახლში დაბრუნებულს გაკვეთილების მომზადებაც უნდა მომესწრო, საჭმლის მომზადებაც და ბინის დალაგებაც.

ზოგჯერ ბებია გვსტუმრობდა, იგი ყოველთვის მაძლევდა ცოტაოდენ ფულს, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. თუმცა დედაჩემი გამობრუჟდებოდა, მცემდა და თანხას ძალით მართმევდა. ერთხელაც მისი მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ვეღარ მოვითინე და სხვა ქალაქში გავიქეცი. დეიდამ არ გამაგდო და შემიფარა, მოვახერხე სკოლის დამთავრება და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე. შემდეგ ოჯახი შევქმენი, ახლა შესანიშნავი მეუღლე და შვილები მყავს, თუმცა ბავშვობაში მოყენებული ტრავმები დღემდე არ მაძლევს მოსვენებას.

ცოტა ხნის წინ დედაჩემმა დამირეკა. ეს საშინელება იყო, მეგონა, თითქოს წარსულში დავბრუნდი. მშობელმა მომითხრო, რომ იგი უკვე დიდი ხანია აღარ სვამდა და მუშაობდა. მან მთხოვა, რომ ბინის ვალების გასტუმრებაში დავხმარებოდი. დედას ვუთხარი, რომ ამას გავაკეთებდი, თუმცა შემდეგ საცხოვრებელს გავყიდიდი, რადგან ის ჩემს სახელზეა გაფორმებული. მან ყვირილი დამიწყო, უმადურებაში დამდო ბრალი. ლამის სიცილი წამსკდა, როცა მისგან ეს მოვისმინე. უბრალოდ არ მესმის, რის გამო უნდა ვიყო მისი მადლიერი?  იმიტომ ხომ არა, რომ ყოველთვის მშიერი ვიყავი და ნარჩენეით ვიკვებებოდი? თუ იმის გამო, სხეული გამუდმებით დალურჯებული და დაკაწრული რომ მქონდა? შემდეგ დედაჩემის მეგობარმა დამირეკა და მორალზე დამიწყო საუბარი, მას არც კი მოვუსმინე და ყურმილი დავკიდე.

ზუსტად ვიცი, რომ მშობლის პატიებას ვერასოდეს შევძლებ. მთელი ბავშვობის განმავლობაში დაგროვილი წყენა ოდნავადაც არ მილეულა და არსად გამქრალა. ასე რომ, ყველა დედა არაა სიყვარულისა და პატივისცემის ღირსი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე