ჩემმა დამ იცოდა, რომ შვილებს სწავლისთვის ფულს ვუგროვებდი, მან კი სოლიდური თანხის სესხება მთხოვა.

197 views

უხშირესად, როცა მატერიალურ პრობლემებს ვაწყდებით, დახმარებას უახლოეს ადამიანებს ვთხოვთ, რადგან ვიცით, რომ ისინი უარს არ გვეტყვიან. ზეგჯერ ესეც კი არ ხდება საჭირო, როცა ოჯახში ურთერთობები ნდობაზეა აგებული, მის წევრებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. თუმცა ნათესავისთვის თანხის ჩუქებამ შეიძლება ეჭვი აღძრას, რადგან ფული არასოდესაა ზედმეტი.

ქრისტინე ახლა რთული არჩევანის წინაშე დგას: დაეხმაროს დას თუ უზრუნველყოს საკუთარი შვილების მომავალი. იგი არაა დაწრმუნებული, რომ დედმამიშვილისთვის ხელის გამართვას და თავისი დანაზოგის მიცემას შეძლებს. ამასთან, ქრისტინემ არ იცის, როგორ მოიქცეს, რომ და არ გაანაწყენოს.

ნათესავისთვის ფულის ჩუქება

“ახლა მე და ჩემი შვილები რუსთავში ვცხოვრობთ. ისინი მოზარდები არიან და სასწავლებლად თბილისში უწევთ სიარული. მე მეტროსთან ვყიდი რძის პროდუქტებს. მართალია, მოკრძალებულად ვცხოვრობთ, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში არც ისე მცირე თანხის მოგორვება მოვახერხე. გარკვეული ხნის შემდეგ ჩემი ვაჟები უნივერსიტეტებში მოხვდებიან, სწავლის საფასური კი დღეს საკმაოდ მაღალია. შავი დღისთვის არსებული დანაზოგი არავისთვის იქნება საზიანო.

მყავს მუდმივი კლიენტები, საღამოს, შინ დაბრუნებისთანავე საქონელს ვუვლი, წუთითაც კი არ მაქვს მოსვენება. ვაჟები ყოველთვის ცდილობენ ჩემს დახმარებას, ისინი სწავლასთან ერთად სპორტულ სექციებში სიარულსაც ასწრებენ. ანა – ჩემი უმცროსი დაა. ერთხელ იგი მნიშვნელოვანი საქმით მესტუმრა. ანამ იცის, რომ შვილებს სწავლის ფულს ვუგროვებ. მე მაქვს დაურღვეველი წესი: ყოველთვიურად გადავდებ ხოლმე განსაზღვრულ თანხას და მას თეთრსაც კი არ ვაკლებ.

ანა თბილისში დედამთილთან ერთად ცხოვრობს ორ ოთახიან ბინაში. მას სამი შვილი ჰყავს, ცოტა ხნის წინ უფროსი ქალიშვილი გათხოვდა, ცოლ-ქმარს ბინის საქირავებელი ფულიც კი არ აქვს. ანამ თანხის სესხება მთხოვა იპოთეკის პირველი შესატანისთვის. მისი სიტყვები რომ მოვისმინე, ყბა ლამის ჩამომვარდა.

დიახ, მე დავაგროვე სოლიდური თანხა და მესმის, თუ რას ნიშნავს ქირით ცხოვრება. თუმცა განა ჩემი საზრუნავია – დისშვილებს ცხოვრება მოვუწყო? დარწმუნებული ვარ, რომ გავა წლები, საკუთარ ფულს კი თვალით ვეღარ ვნახავ. ანა ყოვეთვის თავს არიდებს ვალების გასტუმრებას.

დილიდან დაღამებამდე მუხლჩაუხრელად ვშრომობ, რათა  შვილებს არ შიოდეთ და მათ ჩემზე უკეთესი მომავალი მივცე. ანა – ჩემი ოჯახის წევრია, ამიტომ არ შემიძლია მისთვის უბრალოდ უარის თქმა. არ ვიცი, თუ როგორ მოვიქცე. მესმის, რომ ანა თავისი ქალიშვილის კეთილდღეობაზე ზრუნავს, თუმცა მან ამისთვის უმარტივესი გზა აირჩია. მას ვუთხარი, რომ მის თხოვნაზე დავფიქრდებოდი.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა

ფინანსური უთახნმოებების ნიადაგზე უახლოეს ადამიანებს შორისაც კი აღმოცენდება კონფლიქტები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებამ არ დაივიწყოს თავისი პრინციპები და სწრაფვები. ქრისტინესთვის ფულის დაგროვების მოტივაცია ნათელია – შვილებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა. მეორე მხრივ, შეგვიძლია გავუგოთ ანასაც. ისიც ზრუნავს საკუთარ ქალიშვილზე. განსხვავება ისაა, რომ ერთი მათგანი ცდილობს არსებობისთვის საჭირო ფულადი სახსრები სხვების დახმარების გარეშე იშოვოს, მეორე კი მიიჩნევს, რომ და ვალდებულია ხელი გაუმართოს.

როცა საქმე ფულს ეხება, ადამიანები ხშირად ცდილობენ სხვების სისუსტ მხარეებზე განახორციელონ ზეწოლა სასურველის მისაღებად. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ პიროვნებამ გამოიჩინოს თავშეკავება და ცხადად აუხსნას მეორეს თავისი პოზიცია, მაშინაც კი, თუ იგი არ ემთხვევა უახლოესი ადამიანის მსოფლმხედველობას. თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე