ფენომენალური ნიჭის მქონეც რომ იყოთ, წიგნებში დაბეჭდილი მთელი ინფორმაციის დამახსოვრებას მაინც ვერ შეძლებთ, საჭიროა ლატერალური აზროვნების განვითარება.

41 views

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ ტესტს იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გაქვთ განვითარებული შემოქმედებითობა და არასტანდარტული აზროვნება. მისი გავლა არც ისე მარტივი იქნება. ამისთვის გაკვალული გზიდან გადახვევა მოგიწევთ. თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება ამოცანების ამოხსნის მხოლოდ ის მეთოდები, რომელთა უგულებელყოფასაც ხართ მიჩვეული.

სხვათა შორის, ამ მიდგომას აქვს სამეცნიერო საფუძველიც. ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ედვარდ დე ბონომ მას ლატერალური აზროვნება უწოდა. ბონოს აზრით, შემოქმედებითი საწყისი – ნიჭი კი არა, უნარია, რომელიც ადამიანმა უნდა შეიწავლოს და განავითაროს. ლატერალურ აზროვნებასთან დამატებით, იგი დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში შაბლონური და ზოგად აღიარებული მეთოდების გამოყენების გარეშე.

არასტანდარტული აზროვნება

1. რომელი რიცხვით უნდა შევცვალოთ კითხვის ნიშანი?

ა) 24

ბ) 27

გ) 56

დ) 92

2. როგორ აღმოჩნდა ისე, რომ 12-ის ნახევარი 7-ის ტოლია?

ა) გაყოფით

ბ) სხვა სახის ციფრებით

გ) გამოკლებით

3. ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა თამაშ “რა? სად? როდის?” – ის მაგისტრმაც კი. რა ნომერი უნდა ჰქონდეს მინიჭებული იმ საპარკინგე ადგილს, რომელზეც დგას ავტომობილი?

ა) 96

ბ) 94

გ) 90

დ) 87

4. რომელი ფიგურაა ამ შემთხვევაში ზედმეტი?

ა) ა

ბ) ბ

გ) გ

დ) დ

5. 1 გრადუსიან კუთხეს აკვირდებიან ლუპით, რომელსაც აქვს 8-ჯერ გადიდების უნარი. რა ზომის კუთხე გამოჩნდება ამ ლუპაში?

ა) 1 გრადუსი

ბ) 2 გრადუსი

გ) 8 გრადუსი

დ) 16 გრადუსი

6. რომელი რიცხვი უნდა ეწეროს კითხვის ნიშნის ნაცვლად?

ა) 2

ბ) 3

გ) 8

დ) 504

7. ავეჯს ჭამენ სადილის ბოლოს. რომელი პასუხი დაასრულებს ამ თანმიმდევრობას: ხემსი, წვნიანი, სალათი, მეორე კერძი…

ა) მაგიდა

ბ) პური

გ) მენიუ

დ) დესერტი

8. იპოვეთ კანონზომიერება, რათა შეცვალოთ კითხვის ნიშანი.

ვაშინგტონი – 240

ჩიკაგო – 54

რიჩმონდი – 120

ბოსტონი – ?

პასუხები

1. თითოეული რიგის უაკანსკნელი რიცხვის პოვნა არაა მარტივი. ამისთვის რიგის მეორე და მესამე რიცხვები ცალკ-ცალკე უნდა გაყოთ 2-ზე, შემდეგ კი რიგის პირველი რიცხვი გადაამრავლოთ მიღებულ ორ რიცხვზე.

მაგალითად, პირველი რიგისთვის ამ გამოთვლას ექნება შემდეგი სახე: 3 * (8 : 2) * (6 : 2) = 36

ბოლო რიგისთვის კი ასეთი: 9 * (6 : 2) * (2 : 2) = 27

2. დაწერეთ რიცხვი 12 რომაული ციფრით: XII . შემდეგ მასზე გაატარეთ შუახაზი, რის მერეც ზედა ნახევარი ასეთ სახეს მიიღებს: VII.

3. სინამდვილეში, შეკითხვა საკმაოდ ბავშვურია, თუმცა უჩვეულო ამოხსნას საჭიროებს. შეგიძლიათ გამოსახულებას მეორე მხრიდან შეხედოთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ ავტომობილი დგას საპარკინგე ადგილზე ნომრით 87.

4. საერთო რიგიდან ამოვარდება “გ” ფიგურა, ყველა დანარჩენი ერთნაირია, უბრალოდ, თითოეული მათგანი გადაბრუნებულია.

5. ერთმანეთის მიმართ ხაზების დახრა გადიდებისას არ შეიცვლება, ამიტომ 1 გრადუსიანი კუთხის მაჩვენებილი იგივე დარჩება.

6. ყველა ამ სიტყვაში არის ასოები, რომელთაც იყენებენ გამოთვლის რომაულ სისტემაში. მაგალთად, სიტყვა “AVIATOR”-ში შეგიძლიათ გაარჩიოთ რომალული ციფრი 6 (VI). შემდგომ უკვე მარტივდება ყველაფერი, მთავარია იცოდეთ, რომ რომაული “D” აღნიშნავს 500-ს, IX = 9, I = 1, ხოლო DIV = 504.

7. ზოგად შემთხვევაში სწორი პასუხი იქნებოდა დესერტი, თუმცა შეკითხვის პირველი ნაწილი მიგვითითებს, რომ ეს მაინც მაგიდაა.

8. კანონზომიერება მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ სიტყვაში ხმოვნების რაოდენობას ვამრავლებთ თანხმოვნების რიცხვზე, შემდეგ კი – სიტყვაში ასოების საერთო სიმრავლეზე. ბოსტონი: 3 ხმოვანი, 4 თანხმოვანი და ჯამში 7 ასო. აქედან გამომდინარე, ვღებულოთ: 3 * 4 * 7 = 84.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული არასტანდარტული ამოცანები დაგეხმარებათ დროის სასარგებლოდ გატარებაში. სარზრინობა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ეძებოს ამოხსნის უჩვეულო, სანტერესო და მარტივი გზები, რათა მან მიაღწიოს შედეგს არა მხოლოდ თამაშში, არამედ რეალურ ცხვორებაშიც.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე