როგორ მოვამზადოთ ეფექტური სარეცხი საშუალება ნაცრისგან.

60 views

ადრე ჩვენი წინაპრები საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშეც გადადიოდნენ. ამასთან, მათი ტანსაცმელი მუდამ სუფთა იყო, სახლში კი ყოველთვის წესრიგი სუფევდა. ბებიამ მასწავლა, თუ როგორ მომემზადებინა სარეცხი საშუალება ნაცრისგან, რაც ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩენა გახდა.

ნაცრის ნაყენს ადრე საოჯახო მეურნეობაში იყენებდნენ, ასევე ტყავის გამოსაქნელადაც. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ბების ვთხოვე, რომ ამ ეფექტური საშუალების მომზადება ესწავლებინა.

ნაცრისგან სარეცხი საშუალების მომზადება საკუთარი ხელით

რომელი ნაცარი გამოვიყენოთ

ამ ნაყენისთვის გამოდგება მხოლოდ ხის ფოთლებისგან დარჩენილი ფერფლი. რაც მეტია მასში კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველობა, მით უფრო უკეთ გაუმკლავდება იგი საკუთარ ამოცანას. ამ კომპონენტს საკმარისად შეიცავს არყის ტოტები, თივა.

მომზადების თხელი მეთოდი

აუცილებლად გაცხირელთ ნაცარი გამოყენებამდე. თუ ამ ეტაპს გამოტოვებთ, მაშინ სარეცხ საშუალებაში აღმოჩნდება ჭვარტლი და ნახშირი. ამ შემთხვევაში, გარეცხვის შემდეგ თეთრეული კიდევ უფრო გაჭუჭყიანდება. ნაცრით აავსეთ სათლის მეოთხედი, შემდეგ ჭურჭელი პირთამდე აავსეთ წყლით და მოურიეთ. საერთო ჯამში, ნაცრის და წყლის თანაფარდობა უნდა იყოს 1: 3.

წამოადუღეთ ნარევი, რის შემდეგაც დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ იგი 3-5 საათის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ. დატოვეთ ხსნარი 3-5 საათით დასაყენებლად. ფრთხილად გადაღვარეთ ნახარშის ზედა ფენა ცალკე ჭურჭელში ჩამჩის გამოყენებით. სითხის დანარჩენი ნაწილი შეგიძლიათ გაფილტროთ რამდენიმე ფენად დაკეცილ მარლაში გატარებით.

მომზადების ცივი მეთოდი

ეს ხერხი წინაზე უფრო მარტივია. სათლში ან სხვა ჭურჭელში ჩაყარეთ ნაცარი და დაასხით წყალი თანაბარ პროპორციებში, შემდეგ დაახურეთ თავზე და დატოვეთ 7 დღით დასაყენებლად. დღეში ერთხელ ან ორჯერ მოურიეთ ხსნარს. უკვე მზა ნაყენი გადაღვარეთ ახალ ჭურჭელში.

რახან მიღებული ხსნარი კონცენტრატია, იგი უნდა განაზავოთ წყლით , რადგან ის საკმაოდ აგრესიულია და მან შეიძლება დააზიანოს კანი. საშუალების ერთ წილს დაასხით სამი წილი წყალი. უნდა ვაღიაროთ, რომ ნაცრის ნაყენი წუნდაუდებელია. ოდესმე გიცდიათ ასეთი საშუალებით ტანსაცმლის გარეცხვა?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე