ლოგიკურ ამოცანებს, რომლებიც ტვინის ხვეულებს გაშმაგებით მოძრაობას აიძულებს, ზრდასრულთა 83% ვერ ხსნის.

317 views

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია იმ მეცნიერთა სახელების შესახებ, რომლებმაც გაშიფრეს უძველესი ხელნაწერები. ერთ-ერთი მათგანი ეგვიპტოლოგიის ფუძემდებებლი ჟან-ფრანსუა შამპოლიონია, რომელცმაც ეგვიპტურ იეროგლიფებთან დაკავშირებულ იდუმალებას ფარდა ახადა. ასევე აღსანიშნავია საბჭოელი მეციერი იური კნოროზოვიც, რომელმაც მაიას ტომის დამწერლობასთან დაკავშირებული საიდუმლო ამოხსნა. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ ლოგიკური ამოცანებს, სადაც დაშიფრული სიტყვების ამოცნობა და იმ თანმიმდევრულობის აღმოჩენა მოგიწევთ, სადაც ის, ერთი შეხედვით, არ არსებობს.

ლოგიკური ამოცანები პასუხებით

1. დაშუფრული მაისურები

საფეხბურთო ოსტატების გვარებიან მაისურებზე დაშიფრულია კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარი, დაასახელეთ იგი.

2. ნახატების თანმიმდევრულობა

დღემდე ვერ არჩევთ მონეს მანესგან და ერთმანეთში გერევათ პიკასო და დალი? სამწუხაროა, თუმცა მოცემული ამოცანის ამოხსნაზე ეს გავლენას არ მოახდენს. იპოვეთ ლოგიკა ნახატების დაშიფრულ თანმიმდევრულობაში, რათა უაკანასკნელი შედევრის ღირებულება განსაზღვროთ.

 

3. ფიგურების პერიმეტრი

სურათზე გამოსახული ფიგურის ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლია. მონაცემები, ერთი მხრივ, არასაკმარისია. თუმცა მაინც სცადეთ პერიმეტრის გამოთვლა.

4. დაშიფრული საათები

ქვემოთ გამოსახულ სამ ციფერბლატზე დაფიშრულია ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქის სახელწოდება. შეუსაბამობების თავიდან ასარიდებლად დავაზუსტოთ თითოეულ მათგანზე ასახული დროები: პირველი ციფერბლატი – 02:05, მეორე – 18:12, მესამე – 09:14.

5. იდუმალებით მოცული კუნძული

წაიკითხეთ ქვეყნების ჩამონათვალი სურათზე. განასზღვრეთ, თუ რომელი კუნძულის სახელია მასზე დაშიფრული. P.S. გეოგრაფიის ცოდნა მისასალმებელია.

6. უდიდესი ნაწილი

ეს ფიფქიანი ამოცანაა, სურათზე გამოსახულია წესიერი კვადრატი, სამი ხაზი მას ტოლ ნაწილებად ყოფს. შეკითხვა: ასოებით აღნიშნული რომელი ფრაგმენტია ფართობით ყველაზე დიდი?

პასუხები

1. თითოეული მაისურის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმ ასოს, რომლის რიგითი ნომერი შეესაბამება მოთამაშის ნომერს. მაგალითად, პირველ მაისურს აწერია გვარი “Becham” და ციფრი 2. ესე იგი, ამოვიწერთ “E” ასო. შედეგად ვიღებთ “ბენფიკის” საფეხბურთო კლუბის ყოფილი თავდამსხმელის გვარს – Eusabio.

2. თითოეული ნახატი იმდენი მილიონი ღირს, მერამდენე ადგილიც უჭირავს ქართულ ანბანში მისი ავტორის გვარის პირველ ასოს. მართლაც, “პ” ასო მე-15 ადგილზეა. აქედან გამომდინარე, ბოლო ნახატის ღირებულება 20 მლნ დოლარი იქნება.

3. გვერდების სიგრძეები 2 და 7 ერთეულის სახით ყურადღების გაფანტვის მიზნითაა მოცემული. თუ კარგად დააკვირდებით, ცხადი ხდება, რომ მათ გარეშეც შეგიძლიათ გაართვათ დავალებას თავი. ყველა პატარა ჰორიზონტალური მონაკვეთის ჯამური სიგრძე 15-ის ტოლია, ხოლო ვერტიკალური მონაკვეთებისა კი – 11-ის. აქედან გამომდინარე, მარტივად განვსაზღვრავთ ფიგურის პერიმეტრს – 15 + 15 + 11 + 11 = 52.

4. თითოეულ ციფერბლატზე ნაჩევენები დროის მიხედვით, უნდა ვიპოვოთ ინგლისური ანბანის ასოები ნომრებით 2, 5, 18, 12, 9, 14. შედეგად მიიღება სიტყვა “Berlin”.

5. შიფრი დაფუძნებულია ჩამოთვლილი ქვეყნების დედაქალაქების დასახელებებზე. ესე იგი, ბერნი, ანკარა, რეიკიავიკი, ბეირუტი, ათენი, დუბლინი, ოსლო, სტოკჰოლმი. შემდეგ რას ვაკეთებთ? ამოვიწეროთ პირველი ასოები, რის შემდეგაც მივიღებთ კარიბის ზღვის კუნძულის სახელს – ბარბადოსს.

6. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე დიდია “D” ნაჭერი. ერთი შეხედვით კი ისე ჩანს, თითქოს სიდიდით გამოირჩევა “A” ფრაგმენტი. მოდით, დავამტკიცოთ ეს. როგორც გახსოვთ, ყველა ხაზი კვადრატს თანაბარ ნაწილებად ყოფს. აქედან გამოდის, რომ ( F + A + B) და (E + D + C + უსახელო ნაჭერი) ტოლებია. იმავე ლოგიკით ტოლია სხვა წყვილებიც. ბოლოს ვღებულობთ, რომ D = (A + პატარა ნაჭერი). შესაბამისად “D” ფრაგმენტი “A”-ზე მეტია.

აი, ასეთი ნაკრები გამოვიდა. ამ ამოცანების ამოსახსნელად საჭირო იაზროვნოთ როგორც შემოქმედებითად, ისე ანალიტიკურადაც, ორივე ნახევარსფეროს გააქტიურების ხარჯზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის გაკეთება არც ისე ხშირად გვიწევს ხოლმე.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე