ცნობილმა თანამედროვე აკადემიკოსმა ვალენტინა მირონოვამ შეიცნო მეცნიერების სიღრმეები. საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით, ქალს ცხოვრების შესახებ საინტერესო დასკვნები გამოაქვს. იგი ეხმარება ადამიანებს, თვალები აუხილოს იმაზე, რაც ადრე მათ შეუძლებელი ეგონათ. ვალენტინამ წამოაყენა რამდენიმე ვარაუდი იმის შეახებ, თუ რა გველოდება უახლოეს მომავალში. მეცნიერის ფიქრები ერთობ თავშესაქცევია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ისინი თქვენთვის გაგვეზიარებინა.
აკადემიკოსი ვალენტინა მირონოვა
ალბათ, გსმენიათ, ერთგვარ კვანტურ გადასვლასა და დედამიწის მდგომარეობის ცვლილებაზე. სამწუხაროდ, მსგავი ინფორმაცია ყოველთვის არ გამოაქვთ სააშკარაოზე და უხშირესად ის მხოლოდ მეცნიერების შესწავლის საგანი რჩება. უბრალოდ ადამიანებს, საერთო ჯამში, გაუჭირდებათ ამ საკითხში ჩაღრმავება. ველანტინა მირონოვას ეს კარგად ესმის, ამიტომ იგი ცდილობს მარტივი ენით მიიტანოს ხალხამდე, თუ რა ხდება სინამდვილეში.
მაგალითად, პროტონის, სამყაროში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე პატარა ნაწილაკის ზომა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არაერთხელ შემცირებულა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
პროტონის ზომის ცვლილებამ შეანძრია სამეცნიერო საზოგადოება. ამ საკითხის შესასწავლად იტალიაში 50 მეცნიერი შეიკრიბა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტანდარტული ფიზიკური მოდელები ვერ ხსნის მომხდარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეცნიერება უძლური აღმოჩნდა. ვალენტინა მირონოვა ამაზე აკეთებს განმარტებას: პროტონის მასის გაზომვა შეიძლება სხვა ნაწილაკებთან მის დამოკიდებულებაზე დაყრდნობით. აკადემიკოსი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა შემეცნებით სფეროში გასაოცარი აღმოჩენების გზას ადგას.
2020 წელს ნორვეგიულმა გეოფოზიკურმა ლაბორატორიამ დააფიქსირა დედამიწის მაგნიტური ველის უეცარი ცვლილება. ფაქტობრივად, 15 წუთით ადრე, ვიდრე ეს მოხდებოდა, თანამგზავრმა გადმოაგზავნა ცნობები მზის მტვრის სიმკვრივეზე. ის 5-ჯერ გაზრდილი აღმოჩნდა! პლანეტათაშორისი მაგნიტური ველი კი დედამიწის მახლობლად შემობრუნდა 180 გრადუსით.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველში გაჩნდა ბზარი. მირონოვა ხსნის, რომ სწორედ ამან გამოიწვია დედამიწის მაგნიტური ველების მაგნიტური ხაზების იძულებითი ხელახალი მაგნიტური შერთვა. რეალობაში კი იმ მომენტში ჩვენი პლანეტა კოსმოსური წვიმის ქვეშ იმყოფებოდა. იგი შედგებოდა წარმოუდგენელი სიმძლავრის გამა-გამოსხვიებისგან. ეს მოვლენა სულ მცირე რამდნიმე საათი გაგრძელდა და, ფაქტობრივად, დედამიწაზე ახორციელებდა შეტევას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი კატაკლიზმები, თუმცა, მირონოვა თვლის, რომ ამის მიღმა გაცილებით მეტი რამ იმალება.
აკადემიკოსის მოსაზრებით, მაგნიტური ძალის ხაზების ხელახალმა შერთვამ განაპირობა ახალი მაგნიტური დინების წარმოქმნა. თითოეული ადამიანის და მასთან ერთად მთელი სამყაროს მოლეკულური შემადგენლობა იცვლება. ვალენტინა საუბრობს იმაზე, რომ სივრცე აგრძელებს გარდაქმნას და სულ მალე ვიხილავთ, თუ როგორ გადასხვაფერდება დედამიწა და ამინდი ჩვენს გარშემო. წყლის მასივებიც კი შეიცვლის მდებარეობას რუკაზე.
ქალს სწამს შემოქმედის, რომელიც ახორციელებს სამაყროს ტრანსფორმაციას. იგი იმედოვნებს, რომ ღმერთი არ გააქრობს კაცობრიობას, რადგან ჩვენ სასარგებლოები ვიქნებით დედამიწის მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევეგუოთ ახალ პირობებს და არსებითად შევცვალოთ ჩვენი აზროვნება. მირონოვა მიიჩნევს, რომ საკუთარი ფიქრების გარდაქმნით ადამიანი შეძლებს ფიზიკურ დონეზე თავისი თავის გადასხვაფერებას.
დედამიწის ყველა ცვლილება, რაოდენ დამღუპველიც არ უნდა ჩანდეს ისინი, უკეთეს მომავალს მოგვიტანს. თუმცა ამის გაგებას მხოლოდ მომზადებული ადამიანები შეძლებენ. ამის შესახებ ვალენტინა მირონოვა დაწვრილებით საუბრობს თავის სტატიაში “დადებითი მუტაცია. კვანტური გადასვლა”.
რას ფიქრობთ მირონოვას იდეებზე?