ალბათ, ნებისმიერი განათლებული ადამიანი დარწმუნებულია, რომ მან ზუსტად იცის, თუ როგორ დაითვალოს გონებაში. თუმცა რას ეფუძნება მისი დაბეჯითება? შესწევს კი ყველა ჩვენს მკითხველს ამის ძალა? საერთოდ, აქვს თუ არა ამ უნარს დიდი მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში?
როგორ დავითვალოთ სწრაფად გონებაში
მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სწორად წერა და მეტყველება, ბაზისური წარმოდგენების ქონა სამყაროზე და უცხო ენების ცოდნა საწყის დონეზე მაინც.
გონებაში დათვლის უნარი ადამიანს ერთგვარ თავისუფლებას სძენს. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მოასწრებთ იმ ხურდის ოდენობის დაანგარიებას, რომელიც მაღაზიაში მოლარემ უნდა დაგიბრუნოთ, საყიდლებზე სიარულისას სულ ჩაეტევით თქვენს ბიუჯეტში. საერთო ჯამში, უფრო მარტივად გაუმკლავდებით ყოველდღიურ საქმეებს, შესაბამისად, შეძლებთ, რომ უკეთესად ორიენტირდეთ შექმნილ ვითარებაში.
გონებაში დათვლის უნარის დასახვეწად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იმოქმედოთ. თავიდან უნდა ისწავლოთ ერთნიშნა ციფრებით ოპერირება. როცა ამის სწრაფად კეთებას შეეჩვევით, უკვე შეგიძლიათ შეუდგეთ ორნიშნა რიცხვებთან მუშაობას.
უნარების გამოცდა
შეეცადეთ გონებაში შეკრიბოთ 28 და 47. როგორ გამოიყურება ეს სააზროვნო პროცესი თქვენს ცნობიერებაში? შეეცადეთ გადაარჩიოთ ამ მარტივი მაგალითის ამოხსნის ყველა შესაძლო ვარიანტი. თუ გონებაში დათვლა შეგიძლიათ, მოცემული რიცხვების შეკრების სულ მცირე 5 ხერხს მაინც იპოვით. მაგალითად, შეგიძლიათ ეს მაგალითი გაამარტივოთ: (20 + 40) + (8 + 7) = 60 + 15 = 75. გთავაზობთ გამარტივების სხვა ვარიანტებსაც: 1) (28 + 7) + 40 = 35 + 40 = 75; 2) (28 + 2) + 45 = 30 + 45 = 75; 3) (47 + 30) – 2 = 77 – 2 = 75. ვიღაცისთვის უფრო მოსახერხებელი პირველ ადგილზე დიდი რიცხვის დაყენება, ასე მათ შედარებით უმარტივდებათ მაგალითის ამოხსნა.
როგორც ხედავთ, საკმაოდ მარტივ მაგალითსაც კი ამოხსნის მრავალი გზა აქვს. გამოიყენეთ ეს და სხვა მეთოდები საკუთარი მათემატიკური უნარების დასახვეწად. არ დაგავიწყდეთ თქვენი მოსაზრებების დაწერე კომენტარებში.