საბავშვო მათემატიკური მაგალითები, რომლებიც უფროსებს მეტყველების უნარს აკარგვინებს.

173 views

მარტივი საბავშვო მათემატიკური მაგალითები ხშირად ჩიხში აყენებს ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე, დაბრძენებულ უფროსებს. რატომ ხდება ასე? საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა თავს დაგვატეხა ზღვა ოდენობის კონტენტი. როცა ინფორმაცია ზედმეტად ბევრია, მისი ანალიზირებისთვის ადამიანს დრო უბრალოდ არ რჩება.

შედეგად, დროთა განმავლობაში იკარგება ანალიზის და გამოთვლის ბაზისური უნარებიც კი. იმისათვის, რათა ამას წინ აღუდგეთ, გირჩევთ, რომ ხშირად ამოხსნათ ამოცანები და თავსატეხები. მაგალითს, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, სკოლის მოსწავლეები 1 წუთში ართმევენ თავს. თქვენ რა დრო დაგჭირდებათ ამისათვის?

საბავშვო მაგალითები მათემატიკაში

თავიდან უნდა გიაგოთ, თუ რომელი რიცხვებია დამალული ველოსიპედისტის, დივნის და სახლის გამოსახულებების უკან. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მთავარ შეკითხვაზე პასუხის გაცემას.

პირველი სამი მაგალითი საკმაოდ მარტივები ჩანს. ერთი შეხედვით, მათ ნებისმიერი სკოლის მოსწავლე გაუმკლავდება.

თუმცა ბოლო მათგანი მცირე ხიმანის შემცველია. თუ სწორხაზოვნად და დაუფიქრებლად იმოქმედებთ, მაშინ სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. ამოხსნისას გაითვალისწინეთ, რომ ჯერ სრულდება გამრავლება და გაყოფა, ამის შემდგომ კი მიმატება და გამოკლება.

ამოხსნა

თუ სამი ველოსიპედისტის გადამრავლებით მიიღება 8, მაშინ ერთი ორ ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალების მიღმა იმალება ციფრი 2. მეორე მაგალითში მცირე ტოლობაა. თუ მას შედარებით მათემატიკურ სახეს მივცემთ, მაშინ 2 + 7 = х — 1.

გადავიტანოთ ერთიანი ტოლობის მარცხენა მხარეს პლუს ნიშნით და მივიღებთ x = 2 + 7 + 1 = 10. როგორც ხედავთ, სახლი შეესაბამება 10-იანს. შესაბამისად, დივნის და ველოსიპედის ჯამი 10-ის ტოლია. აქედან გამომდინარე, აღარაა რთული დივნის რიცხობრივი ექვივალენტის განსაზღვრა 10 / 2 = 5.

ბოლო მაგალითის ამოხსნამდე უნდა გაიხსენოთ ის წესი, რომელსაც, ალბათ, ხშირად გიმეორებდათ სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი. კერძოდ: ჯერ სრულდება გაყოფა და გამრავლება, შემდეგ კი მიმატება და გამოკლება. თუ სკამს “у” სიმბოლოთი ჩავანაცვლებთ, მაგალითი იღებს შემდეგ სახეს:  y + 5 * 2 — 10 = 8.

საყვარელი პედაგოგის დარიგების გახსენების შემდეგ, იწყებთ გამრავლებით:  у + 10 — 10 = 8. + 10 და – 10 ჯამში ნულის ტოლია, აქედან გამომდინარე,  у = 8. შევაჯამოთ: ველოსიპედი უდრის 2-ს, დივანი – 5-ს, სახლი – 10-ს, სკამი კი – 8-ს.

შესაძლოა, ვიღაცას მოცემული თავსატეხი ზედმეტად მარტივად მოეჩვენოს, თუმცა ჩვენ გვსურდა, პროცესში ჩაგვერთო ჩვენი ყველაზაე პატარა მკითხველებიც კი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე