მუდრები ნერვულის სისტემის დასამშვიდებლად.

84 views

ბუდიზმი – წარმოუდგენლად საინტერესო რელიგიაა, რომელიც თავისი ფილოსოფიით ძლიერ განსხვავდება ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმისგან. ამ რელიგიაში იოგა, მუდრები და მედიტაცია უდიდეს როლს თამაშობს. თუ რომელიმე მათგანი არ გიცდიათ, გირჩევთ, რომ ეს გამოასწოროთ. ჩვენს სტრესულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში ადამიანმა სიმშვიდე საკუთარ თავში უნდა ეძებოს.

შესაძლოა, შეგიმჩნევიათ კიდეცც, რომ ბუდისტები ჩვეულებრივ მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. ეს მათი მსოფლმხედველობის და ყოვალდღიური პრაქტიკების დამსახურებაა. ხელების იოგა – ერთ-ერთი მათგანია. ამისათვის ხალიჩაც კი არ დაგჭირდებათ, საკმარისია დღეში რამდენიმე წუთის გამონახვა. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მუდრებს ნევრულის სისტემის დასამშვიდებლად, რომლებიც დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნასა და მოდუნებაში.

ხელების იოგა: მუდრები დასამშვიდებლად და სტრესის მოსახსნელად

დჰიანა მუდრა

ეს მუდრა დაგეხმარებათ წარმატების, დღეგრძელობის და კეთილდღეობის მოზიდვაში. შეეცადეთ იპოვოთ ადგილი, სადაც არაფერი გაგიფანტავთ ყურადღებას. დაჯექით ლოტოსის პოზაში, ხელები თეძოებზე დაიწყვეთ და სრულად მოდუნდით. ოდნავ მოხარეთ ხელები ისე, რომ მტევნები ქმნიდეს ფინჯის ფორმას. ერთი ხელისგული მეორეზე დაიდეთ და შეართეთ ცერი და საჩვენებელი თითები ერთ წერტილში. ნელა და ღრმად ისუნთქეთ, ეცადეთ არაფერზე იფიქროთ. გამოიყენეთ მუდრა დღეში მხოლოდ ერთხელ.

მუდრა – “ზეციური ტაძრის კიბე”

კიბე – საკუთარი თავის შემეცნების, სრულყოფილების და განვითარების გზას განასახიერებს. გამოიყენეთ ეს მუდრა მელანქოლიის, გადაღლილობისა და აპათიის შემთხვევაში. ხელები ისე დაიწყვეთ, რომ ერთმანეთს ეხებოდეს მხოლოდ თითის წვერები. ერთმანეთზე მონაცვლეობით დაადეთ მარჯვენა და მარცხენა ხელების თითები. ნეკი თითები ზემოთ აწეული უნდა დარჩეს.

მუდრა – “შაკტი”

ხელების ამგვარი განლაგება შველის უძილობას, ადამიანს ეხმარება დამშვიდებასა და მოდუნებაში. ასევე, მისი დახმარებით ქალებს უმცირდებათ ტკვილები კრიტიკული დღეების დროს. საჩვენებელი და შუა თითები შიგნით მოხარეთ, რათა ისინი ძვლებით ერთმანეთს ეხებოდეს. ისუნთქეთ ცხვირიდან, ამოისუნთქეთ პირით. ეს მუდრა გაიმეორეთ 24 სთ-ში სამჯერ, თუმცა არ ყოველდღე.

მუდრა – “მეიტრეის ფლეიტა”

თუ მთელი დღეების განმავლობაში დახუთულ ოფისში ზიხართ, სუფთა ჰაერი ჩაგინაცვლებთ კონდიციონერს, მზე კი – სანათებს, თქვენთვის სწორედ ესაა მუდრა. ის არა მხოლოდ ადუნებს ადამიანს, არამედ ასევე ეხმარება ფარისებრი ჯირკვლის, სასუნთი ორგანოების და ნერვული სისტემის დაავადებებისგან თავის დაღწევაში. პირველ რიგში, დადექით სახით აღმოსავლეთისკენ და ღრმად ისუნთქეთ. მოახდინეთ თქვენი ენერგიის კონცენტრირება ხელებში, შეაერთეთ ცერების ბალიშები, დანარჩენი თითები კი გადახლართეთ ჭადრაკისებურად ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.

მუდრა უძილობისგან

უძილობისგან თავის დასაღწევად, არ მოგიწევთ მთელი ღამით ტანჯვა და აბების სმა. გამოიყენეთ სპეციალური მუდრა. შეაერთეთ არათითები და ნეკი თითები, შემდეგ ცერებით შეეხეთ ხელისგულებს, დაფარეთ ისინი საჩვენებელი და შუა თითებით. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო ყოველ საღამოს ძილის წინ 15 წუთის განმავლობაში.

მუდრა – “ტშე”

ესაა ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ჟესტი სტრესის, მელანქოლიის და აპათიის წინააღმდეგ. დაჯექით იატაკზე ლოტოსის პოზაში და დაიწყვეთ თეძოებზე ხელები ხელისგულებით ზემოთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, მუშტები ისე შეკარით, რომ ცერები შიგნით მოექცეს. დაითვალეთ შვიდამდე, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქეთ. გაშალეთ თითები თანმიმდევრულად, ცერების განლაგება არ შეცვალთ. წარმოიდგინეთ, ამოსუნთქვასთან ერთად როგორ გტოვებთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვებული ნეგატივი.

მუდრა “მიწა” (პრიტხვი)

ამ მუდრის გამოყენება დილეტანტებსაც შეუძლიათ. პრიტხვი ასოცირდება მიწის ძალასთან. მოხარეთ და შეაერთეთ ცერი და ნეკი თითები, დანარჩენები გაშლილი უნდა იყოს. გაიმეორეთ ეს პრაქტიკა სამჯერ დღეში.

მუდრა – “შივა ლინგა”

თუ გრძნობთ მუდმივ დაღლილობას, უინიციატივობას და მოთენთილობას, გამოიყენეთ პრაქტიკაში ეს მუდრა. მარცხენა ხელი მოათავსეთ მკერდთან ხელისგულით ზემოთ. მარჯვენა ხელის მტევანი მუშტად შეკარით, ცერი თითი ზემოთ აღმართეთ და მარცხენა ხელისგულზე დაიდეთ. გააჩერეთ ხელები ასეთ მდგომარეობაში 5 წუთი.

დამწყებებს უჭირთ ხოლმე მედიტაციის პრაქტიკაში გამოყენება. თავიდან საჭიროა, რომ ადამიანი განუწყვეტლივ ადევნებდეს თვალყურს თავის სხეულს და ფიქრებს, არ დაჭიმოთ სახის კუნთები და ყბა, მოუშვით მხრები. იგივე ჰარმონია უნდა სუფევდეს თქვენ გონებაშიც: განდევნეთ ზემდეტი ფიქრები.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე