ვუყურებ ოლიმპიური ჩემპიონების საოცარ გამოსვლას და ვოცნებობ, რომ 80 წლის ასაკში მათსავით მხნე ვიყო.

137 views

მხნეობა და ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრების თანმდევი ნაწილები უნდა იყოს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ პიროვნება ახალგაზრდობადანვე გაუფრთხილდეს საკუთარ თავს. ამასთან, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჯანრმრთელ სხეულში ჯანსაღი სულია. ამის შესახებ ყურმოკვრით როდი იცოდნენ ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ფიგურულ სრიალში. ლუდმილა ბელოუსოვა და ოლეგ პროტოპოპოვი უკვე დიდი ხანია, რაც 75 წლიან ნიშნულს გადასცდნენ. მოცემულ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა შეუძლიათ მხნე მოხუცებს და ასევე გიამბობთ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ სხეულის ტონუსი მოწიფულ ასაკში.

მხნეობა და ჯანმრთელობა

მხნეობა და ჯანმრთელობა არ იყო უცხო ლუდმილასა და ოლეგისთვის. გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე ბელოუსოვა კვლავ დადგა ყინულზე თავის პარტნიორთან ერთად. კაშკაშა ვარდისფერი მორთულობა, მელოდიური კომპოზიცია და ფიგურისტების მიერ შესრულებული ნარნარა ცეკვა სულში აღწევს. დაუჯერებელია, რომ ასეთ დაფასებულ ასაკში კვლავ შეიძლება ყინულზე ამგვარად ლივლივი. ბელოუსოვას და პროტოპოპოვს უამრავ შეჯიბრებაში აქვთ მიღებული მონაწილეობა. წყვილმა შემოირა მთელი მსოფლიო. სსრკ-ის დამსახურებულმა სპორტის ოსტატებმა ბევრი რამ გააკეთეს ფიგურული სრიალის გასავითარებლად, თუმცა სამშობლოში ცხოვრება არც ისე სანუკვარი აღმოჩნდა.

70-იანი წლების ბოლოს ლუდმილამ და ოლეგმა შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი ითოხვეს და საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. წყვილს მაშინვე ჩამოართვეს ყველა წოდება და ამოშალეს საბჭოთა სპორტის ისტორიიდან. ისინი სამშობლოს მოღალატეებად შერაცხეს. საზღვარგარეთმა კი ოლიმპიური ჩემპიონები დიდი პატივით მიიღო.

ცხოვრებაში უკანასკნელად ლუდმილა თავის მეწყვილესთან ერთად ყინულზე გამოვიდა აშშ-ში გამართულ “ჩემპიონთა საღამოზე”. ასაკის მიუხედავად, წყვილმა საოცარი და შთამაგონებელი სანახაობა აჩვენა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ სპორტული წარსულია, არამედ ამაში საკუთარ თავზე გამუდმებულ მუშაობასაც მიუძღვის დიდი წვლილი. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რათა 80 წლის ასაკშიც მხნედ გრძნობდეს თავს?

პირველ რიგში, სულის სიმხნევეზე გავლენას ახდენს პიროვნების ცხოვრების წესი. თუ დღეგრძელობა და ჯანრმრთელად ყოფნა გსურთ, საკუთარ თავზე ახალგაზრდობიდანვე უნდა იზრუნოთ. ამისათვის კი საჭიროა სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და რეგულარული ძილი.

რაც უფრო გვემატება ასაკი, მით მეტად ვგრძნობთ ცხოვრების ამ ასპექტების მნიშვნელობის სიდიდეს. კვება ადამიანის ენერგოდანახარჯს უნდა შეესატყვისებოდეს. თუ იმაზე მეტ კალორიას ღებულობთ, ვიდრე ხარჯავთ, მაშინ ჭარბ წონას ვერსად გაექცევით. ამასთან, დიდ როლს თამაშობს ფიზიკური აქტივობაც. არსებობს სავარჯიშოთა სპეციალური კომპლექსები, რომლებიც უშუალოდ მოხუცებისთვისაა განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ არაფერია ჩვეულებრივ სიარულზე უფრო მარტივი. სუფთა ჰაერზე გასეირნება ახანგრძლივებს სიცოცხლეს! სახლში ფეხის წვერებზე სიარულიც ძალიან სასარგებლოა. ასევე, არ დაგავიწყდეთ ტვინის ვარჯიშიც. მოწიფულ ასაკში კოგნიტიური შესაძლებლობები სუსტდება. გირჩევთ, რომ უარი თქვათ ტელევიზორში ახალი ამბების გამუდმებულ ყურებაზე. ამის ნაცვლად, სჯობს წაიკითხოთ საინტერესო წიგნი ან ითამაშოთ ჭადრაკი.

მოხუცების ნაწილი ერთფეროვან ცხოვრებას უჩივის. როგორც წესი, ასეთი ადამიანები არაფერს აკეთებენ რუტინიდან გამოსასვლელად. გაარკვიეთ, არსებობს თუ არა თქვენს მახლობლად პენსიონერთა კლუბი. ჩვეულებრივ, იქ ეწყობა ხოლმე საინტერესო საღამოები, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობას შეძლებთ.

ბოლოს შეგახსენებთ, თუ გსურთ, რომ გქონდეთ დღეგრძელი და ჯანმრთელი იცხოვრება, უარი უნდა თქვათ ყველა მავნე ჩვევაზე. ასევე, შეძლებისდაგვარად ერიდეთ სტრესულ სიტუაციებსაც. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას მოახერხებთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე