ალბათ, იცით, თუ როგორი მოწიწებით ეპყრობიან მამაკაცები თავიანთ ავტომობილებს. ჩემს მეუღლეს რეგულარულად დაჰყავს თავის მანქანა ავტოსამრეცხაოზე. გარედან მისი გარეცხვა შესაძლებელია შედარებით შეღავათიან ფასად, ხოლო სალონის ქიმწმენდა ლამის თეთრები ჯდება.
როგორც კერის შემნახველმა და ოჯახის ბიუჯეტის განმკარგავმა, საკუთარ ხელში სიტუაციის სადავეების აღება გადავწყვიტე. შევისწავლე სამუშაოთა მოცულობა, შევაგროვე ყველაფერი და ჩავები უთანასწორო ბრძოლაში. ცოტათი გარჯა მომიწია, თუმცა შედეგმა ქმარზეც კი მოახდინა შთაბეჭდილება. ავტომობილის სალონი ბრწყინავდა. ამ ეფექტის მისაღწევად ჩვეულებრივი ხალხური საშუალებების გამოყენებით შემოვიფარგლე.
ავტომობილის ქიმწმენდა სახლის პირობებში
ვიდრე სალონის წმენდას შეუდგებით, საჭიროა დაისახოთ სამოქმედო გეგმა, რათა არაფერი გამოგრჩეთ.
1. გამოიტანეთ სალონიდან ყველა ნივთი და ხალიჩა.
2. გაწმინდეთ იქაურობა მტვერსასრუტით.
3. გაწმინდეთ ჭერი, წინა ფანჯრიდან საბარგულის მიმართულებით.
4. გაასუფთავეთ სავარძლები.
5. გაწმინდეთ მანქანის კარებების საფარები. ეს მაქსიმალურად ფრთხილად გააკეთეთ, რადგან ამ ადგილებში გადის დენი.
6. გაასუფთავეთ მინები და წინა პანელი.
7. გაწმინდეთ იატაკი, ასევე არ დაიწყდეთ საბარგულიც.
წმენდის ხალხური საშუალებები
მაღაზიაში უამრავი ქიმიური საშუალების შეძენა შეგიძლიათ. მერწმუნეთ, პროფესიონალურ წმენდასთან შედარებით მაინც იაფში გამოხვალთ. ან კიდევ უფრო უკეთესი, შეგიძლიათ უნივერსალური ხალხური საშუალებები დამოუკიდებლადაც მოამზადოთ.
ლიმონის მჟავა და საკვები სოდა
აავსეთ ორი ნახევარლიტრიანი ბოთლი წყლით. ერთ-ერთ მათგანში ჩაყარეთ 5 ჩ.კ. ლიმონის მჟავა, მეორეში კი 3 ჩ.კ. საკვები სოდა. ჭურჭლებს მოუჭირეთ თავსახურები და კარგად შეანჯღრიეთ ისინი. ეს ხრიკი დაგეხმარებათ კარის საფარების ფორებში დაგროვებული მტვრისა და ჭუჭყის მოცილებაში. ზედაპირები ჯერ დაამუშავეთ სოდის ხსნარით, შემდეგ კი მათზე დაიტანეთ წყალში გახსნილი ლიმონის მჟავა.
ძმარი და სოფა
კვლავ დაგჭირდებათ ორი ცარიელი ბოთლი. ერთში ჩაასხით 250 მლ წყალი, 4 ს.კ. ძმარი, 2 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი სითხე. ჭიქაში გახსენით 2 ს.კ. სოდა და მიღებული ხსნარი ჩაასხით მეორე ბოთლში. ეს საშუალება ძველი ლაქების მოშორებაში დაგემარებათ. თავიდან ზედაპირებზე უნდა დაიტანოთ სოდიანი სითხე, შემდეგ კი ძმრიანი ხსნარი. ბოლოს ყველაფერს მშრალი ტილოთი მოწმენდთ.
როგორ გავასუფთავოთ მანქანის სალონი
ჭერის წმენდა
ლოგიკურია, რომ თავდაპირველად ჭერი უნდა გავწმინდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწმენდი საშუალება შეიძლება მოხვდეს უკვე გაწნედილ ინტერიერის ნაწილსა თუ მინაზე. ჭერის საფარი ძალიან თხელია და წებოთია მიმაგრებული. სწორედ ამიტომ არ შეიძლება მისი ძალიან დასველება და გახეხვისას ძალის დატანება. ამისათვის მიკროფიბრის ხელსახოციც საკმარისია.
კარებების და პანელის წმენდა
მანქანის სალონის ეს ნაწილები სჯობს სპეციალური საშუალებებით ან საპნის მსუბუქი ხსნარით გაწმინდოთ, უბრალოდ ტილოს გადატარება საქმეს არ უშველის, ყველა ხვრელი საგულდაგულოდ უნდა ამოასუფთავოთ.
სავარძლების გასუფთავება
დაამუშავეთ სავარძლები ზემოთ ნახსენები ხალხური საშუალებით. ხსნარი დატოვეთ ზედაპირებზე ნახევარი საათით, შემდეგ კი ჯაგრისით გახეხეთ ყველაზე დაბინძურებული ადგილი, ნარჩენები მოწმინდეთ ტილოთი.
თუ თქვენს სავარძლებზე ტყავია გადაკრული, მაშინ საჭიროა სხვაგვარი მიდგომა. ჯაგრისის ჯაგარმა შეიძლება დააზიანოს საფარველი. ასეთ შემთხევაში გამოიყენეთ მიკროფიბრის ტილო და საყოფაცხოვრებო საპნის ხსნარი.
იატაკის საფარისთივს გამოდგება იგივე მეთოდი, რაც სავარძლების შემთხვევაში, თუმცა ხალიჩების გაწმენდა მშრალი ხერხითაც შეიძლება. ზედაპირებზე მოაყარეთ სოდა ან სარეცხი ფხვნილი, გახეხეთ ჩოთქით და დატოვეთ ნახევარი საათით. შემდეგ მტვერსასრუტით გაასუფთავეთ იქაურობა. ავტომობილის სალონის სახლის პირობებში ქიმწმენდა დასრულებულია!
ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ სალონი კარგად უნდა გამოშრეს. მანქანის კარებები ღია დატოვეთ, ვიდრე ნესტი სრულად არ აორთქლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილში გაჩნდება შმორის სუნი, რასაც უკვე ჰაერის გამწმენდი ვეღარ უშველის.