როგორ შევკეროთ ოთახის ჩუსტები ძველი ბიუსჰალტერისგან: ინსტრუქცია ხელსაქმის მოყვარულთათვის.

429 views

ჩვენს ოჯახში სახლის ფეხსაცმელს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან. ყველას ჩვენ-ჩვენი ჩუსტები გვაქვს, რომლებიც სითბოთი და სიყვარულითაა დამზარებული. გაზვიადების გარეშე ვიტყვი: როცა საღამოს მათ ვიცვამ, ყველანაირი საზრუნავი მავიწყდება. მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, როცა ქუსლიანი ფეხსაცმელების ტარება მიწევს, ჩუსტებზე ვოცნებობ.

ნებისმიერი ხელსაქმე პრობლემებს მავიწყებს და განტვირთვაში მეხმარება, თავისუფალ დროს გამოსადეგ ნივთებს ვკერავ ხოლმე. ამგვარად დავუმზადე ოჯახის წევრებს სახლის ჩუსტებიც. ყველაზე შესანიშნავი კი ის აღმოჩნდა, რომ მათი შეკერვა საკმაოდ ეკონომიურია და საერთოდ არაა რთული. ზუსტად ერთ საათში ძველი საცვლები მოსახერხებელ ფეხსაცმლად იქცევა.

როგორ შევკეროთ ოთახის ჩუსტები ძველი ბიუსჰალტერისგან

1. თავდაპირველად შეხსენით ლიფის ბრეტელები.

2. მოაჭერით სარტყელი ისე, რომ მხოლოდ ფიალები დარჩეს. შემდეგ ისინი გადაჭერით შესაკრავის ადგილას.

3. ფიალებს გარშემო შემოაჭერით უსარგებლო ქსოვილი და გამოაძვრეთ ფირფიტები.

4. ბრეტელებს მოაჭერით კაუჭები, სარტყლის ნარჩენებისგან ბრეტელების სიგანის მქონე ზოლები დაამზადეთ.

5, მოიმარჯვეთ ძველი შარვლის ტოტები, ზემოდან მათ დაადეთ სასურველი ზომის ჩუსტები, გარშემო შემოავლეთ ცარცი.

6. მიღებული კონტურების მქონე ფიგურა მაკრატლით გამოჭერით.

7. აიღეთ პენოპოლიეთილენის ნაჭერი. ამ მასალისგან ამზადებენ ბავშების სათამაშო ან იოგის ხალიჩებს. ზემოდან მოათავსეთ ჯინსის ქსოვილისგან გამოყვანილი თარგი და გარშემო შემოატარეთ ფლომასტერი. შემდეგ ისიც გამოჭერით.

8. მიღებული გამონაჭრები შეაერთეთ ერთმანეთთან წებოს თოფით, ქსოვილის გამოჩრილი ელემენტები მოაშორეთ. მომავალი ჩუსტების ძირები თითქმის მზადაა.

9. დავუბრუნდეთ ჯინსის შარვლის ტოტებს. მათზე დაადეთ ლიფის ფიალა და ნახევარწრეზე შემოატარეთ ცარცი. მისგან 1 სმ-ის დაშორებით დახაზეთ პარალელური მოხრილი ხაზი.

10. 4 სმ-ის დაშორებით გააკეთეთ ისეთივე ნახევარწრე, ოღონდ, საპირისპირო მხარეს მიმართული.

11. მიღებული კონტურების მიხედვით გამოჭერით ქსოვილი. იგი სამაგრებით მიამაგრეთ ფიალებს ორივე მხრიდან.

12. შემდეგ, სამაგრების ფრთხილად მოშორების პარალელურად, ფიალები დააკერეთ ჯინსის ქსოვილთან. გარეთა კიდეში გააკეთეთ რკალი ქსოვილის ნარჩენებისგან. ზედა ნაწილი მზადაა.

13. ზედა ნაწილი და ძირი ერთმანეთთან ჯერ ბურთულებიანი ნემსებით დაამაგრეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი ნემსით და ძაფით გაკერეთ.

14. ბოლოს რკალზე გადააწებეთ ბრეტელები. ესეც ასე, ჩუსტები მზადაა!

მოცემულ შემთხვევაში მე ჯინსის კოტონი ვიხმარე, თქვენ კი ნებისმიერი ქსოვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეს უკვე გემოვნების საკითხია.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე