როგორ ჩავდგეთ ფორმაში სახლის პირობებში.

131 views

დილის ვარჯიშით დაწყება – კარგი ჩვევაა, რომელიც ჯანრმრთელობის და სილამაზის გარანტია გახდება. ზოგჯერ დილით ადრე ადამიანს ყავის მომზადებაც კი ეზარება, არათუ ფიზიკური აქტივობა. ბევრს ინდივირუალური პროგრამის შედგენამდე შიში იპყროს: რომელი დატვირთვების შერჩევა სჯობს და იქნება თუ არა ისინი ეფექტური? სწორედ ამიტომ, მოცემულ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ჩადგეთ ფორმაში ერთი მარტივი სავარჯიშოს დახმარებით, რომელსაც ჰქვია “მარკატელი”. ის იმდენად მარტივია, რომ უნებურად შეიძლება შესაფერისად არც დააფასოთ. არადა, სწორედ მას შეუძლია ვარჯიშების მთელი კომპლექსების ჩანაცვლება.

ვარჯიში, სახელწოდებით “მაკრატელი”

ამ სამარჯიშოს შესახებ ბევრს ყვებიან ჩინელი მოდელები და ფიტნეს ინსტრუქტორები. მათი თქმით, “მაკრატელს” შემდეგი უპირატესობები აქვს:

  • ტონუსში აყენებს ფეხების და პრესის კუნთებს;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
  • ავარჯიშებს ბარძაყის შედა ზედაპირს;
  • დილიდანვე ატონიზირებს ორგანიზმს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბურ პროცესებს;
  • ამტკიცებს ზურგის კუნთებს, განსაკუთრებით, ხერხემლის განყოფილებას;
  • რეკომენდირებულია ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვების შემდეგ;

საინტერესო ფაქტი: ეს ვარჯიში პირველად იოგას პრაქტიკაში გამოიყენეს და იგი სანთლის პოზას მოგვაგონებს. თუმცა, მისგან განსხვავებით, “მაკრატელი” დინამიკური ვარჯიშია, და არა სტატიკური. ის შეგიძლიათ შეარულოთ როგორც გაშლილი, ისე მოხრილი ფეხებით (ხერხემალზე დატვირთვის შემცირების მიზნით), ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. თუმცა ამ ვარჯიშის მოცემული ვარიანტი ყოველთვის ყველაზე ეფექტური იყო და დღემდე ასეთად რჩება.

1. დაწექით იატაკე ისე, რომ ხერხემალი მაქსიმალურად სწორი იყოს, გაშალეთ ფეხები და ხელები ზედატანის გასწვრივ გაჭიმეთ.

2. ფეხები ნელ-ნელა ასწიეთ მაღლა იატაკის მართობულად.

3. შემდეგ ისინი მაქსიმალურად განზე გაშალეთ.

4. დაიწყეთ 10 ბრუნით, შესრულების ოპტიმალური დროა – სულ მცირე 1 წუთი.

ზაფხულისათვის ნავარჯიშები ფეხები და მუცლის პრესი საუკეთესო ჯილდო იქნება დილაობით რამდენიმე წუთიანი ვარჯიშის სანაცვლოდ. იოგის ოსტატების თქმით, ადამიანს აახალგაზრდავებს ყველა მოძრაობა, როცა ფეხები თავის დონეზე მაღლა მდებარეობს. თქვენ ოდესმე დაგიწყიათ თქვენი დილა ასეთი ვარჯიშით?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე