თამარ გლობამ გაგვაფრთხილა, თუ კიდევ რას უნდა ველოდოთ 2022 წელს.

1.2k views

თამარ გლობა დღესდღეობით რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ ასტროლოგად მიიჩნევა. ადამიანები ითვალისწინებენ მის აზრს და მოუთმენლად ელოდებიან ახალ პროგნოზებს. ცოტა ხნის წინ გლობამ ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ, სადაც იგი ყვება, თუ რა ელოდება სამყაროს მომავალში და როდის დადგება დიდი ხნის ნანატრი შვება. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ ამ სპეციალისტის მოსაზრებებს.

დღევანდელობა

დღეს ასტროლოგების წინასწარმეტყველებებით ინტერესდებიან ყველაზე ცხარე სკეპტიკოსებიც კი. ყველას ერთი და იგივე შეკითხვა აღელვებს: “რა გველოდება მომავალში?” თამარ გლობას თქმით, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში გატარდება უამრვი აქიური ღონისძიება და წარიმართება მოლაპარაკებები. ყველაფერი შეიცვლება. ადამიანები, რომლებიც ადრე უზრუნველად ცხოვრობდნენ, სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩებიან, და, პირიქით.

რახან 2022 წელს ხდება მარსთან დაპირისპირება, მსოფლიოში საომარი კონფლიქტების რიცხვი იმატებს, თუმცა ყველაზე კრიტიკული პერიოდი 2023 წელს გველოდება. საინტერესოა, რომ კორონავირუსის პანდემია ხელშემწყობ ფაქტორად მოგვევლინა. რომ არა COVID-19 , საომარი კრიზისი უკვე დიდი ხანია დადგებოდა. გლობა წინასწარმეტყველებს, რომ ხალხი დაიწყებს მასშტაბურად მიგრირებას, უახლოეს მომავალში ახალი ქალაქების დაარსებაცაა მოსალოდნელი. ეს დაკავშირებულია სტიქიურ უბედურებებთან, რომელთაც 2023 წელს ვერ გავექცევით. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიულ საზღვრებში იკეტებიან, 2026 წლისთვის მოხდება მთელი მსოფლიოს გაერთიანება.

გლობას თქმით, მომავალში ადამიანები ელექტრონული ფულის სისტემაზე გადავლენ, თითოეულ პიროვნებას ექნება თავისი ციფრული განმსაზღვრელი, სადაც აისახება მისი ქონებრივი მონაცემები და ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი. ასტროლოგი მიიჩნევს, რომ ახალი სისტემა ხელსაყრელად აისახება საზოგადოების განვითარებაზე. ადამიანები ერთმანეთის ქონებას აღარ ხელყოფენ და შემცირდება დანაშაულის დონე.

რუსეთის, უკრაინის და მსოფლიოს მომავალი

ბევრი პოლიტოლოგის მოსაზრებით, რუსეთი აქტიურად მოძრაობს აზიის მიმართულებით. თამარ გლობას მტკიცებით, უახლოეს 4 წელიწადში რუსეთი გაამყარებს საკუთარ ალიანსს ჩინეთთან, იგი გაიჩენს მოკავშირე და მეგობრულ სახელმწიფოებს.

გლობა უკრაინის მომავალში სინათლის გამონათებას ვერ ხედავს, იგი ომის დასრულების ზუსტ თარიღსაც არ ასახელებს. თუმცა, განა სხვაგვარ პროგნოზს უნდა ველოდოთ კი რუსი ასტროლოგისგან? თამარ მიხაილოვნა გვარწმუნებს, რომ 2024 წლისათვის სიტუაცია დარეგულირდება. აშშ აღარ იქნება მსოფლიო ეკონომიკის ცენტრი. ასტროლოგიის თვალთახედვით, ამერიკა მიეკუთვნება ტყუპების ნიშანს. მართალია, მათ სჭირდებათ მრჩეველი, თუმცა გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ. მათთვის დამახასიათებელია მოსაზრების ცვლილება გარემოების შესაბამისად, რაც ხდება სწორედ ახლაც.

რუსეთი – მერწყულია. “ჩვენ დიდხანს ვემზადებით და ვითმენთ, თუმცა დარტყმის შემთხვევაში ჩვენი შეჩერება უკვე შეუძლებელია”, – აცხადებს გლობა. ასტროლოგი უკრაინას უწოდებს კუროს, რომელსაც სურს სიმშვიდე და ბედნიერება. ჩინეთი თხის რქაა, რომელიც სხვებისგან მოფარებულად თავის სამყაროში ცხოვრობს.

გლობა თვლის, რომ 21-ე საუკუნის 30-იან წლებში დაიწერება ყველაზე საშიში და ამაღელვებელი ფურცელი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში. ეს დრო ცივილიზაციის ახალი ნაკადების დაარსებას დაუდებს სათავეს. თამარ მიხაილოვნას სიტყვებით, 2024 წელს ამოვისუნთქებთ, ხოლო 2026 კი – იქნება გარდამტეხი მომენტი.

დაწერეთ კომენტარებში, თუ რამდენად ენდობით თამარ გლობას წინასწარმეტყველებებს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე