რა საზღაურის გადახდა მოუწია კომედიის მეფეს რობინ უილიამსს წარმატების სანაცვლოდ და რამ აიძულა იგი, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

118 views

დიდი სიყვარულით ვიხსენებ მსახიობ რობინ უილიამსის ფილმებს. იგი შესანიშნავი კომედიანტი და წარმოუდგენლად კარგი ადამიანი იყო. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ მისი შემოქმედებითი გზის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს. ასევე ვისაუბრებთ დეპრესიაზეც და იმაზეც, თუ რატომ უნდა ვუფრთხოდეთ მას.

რობინ უილიამსი: მსახიობი, კომედიანტი და უბრალოდ კარგი ადამიანი

რობინი დაიბადა კომპანია “Ford”-ის ერთობ შეძლებული მენეჯერის და მოდელის ოჯახში. იმ დროისათვის მას უკვე რამდენიმე და-ძმა ჰყავდა, თუმცა ისინი არ იყვნენ მისი ღვიძლი დედმამიშვილები. საინტერესოა, რომ ასეთი ნათესავური კავშირები უკვე ზრდასრულ მსახიობს დიდ სიხარულს არ ჰგვრიდა. ბავშვობაში რობინს თან სდევდა მარტოობა: მშობლები ზედმეტად იყვნენ დაკავებულები თავიანთი საქმეებით. პატარა ბიჭუნამ წონაში მოიმატა იმის გამო, რომ ძალიან მორცხვობდა და ცოტას ურთიერთობდა თანატოლებთან.

მეტისმეტად მორიდებული რობინი მაღალ კლასებში საოცრად პოპულარული გახდა. ამის მიზეზი არ ყოფილა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. უილიამსს დედისგან საოცარი იუმორის ნიჭი გამოჰყვა. სწორედ ეს უნარი და სამსახიობო შესაძლებლობები დაეხმარა ახალგაზრდა რობინს დიდების მოხვეჭაში.

მომავალი ვარსკვლავი ნიუ-ორკში სწავლობდა, თუმცა მეგობარმა მას ურჩია, რომ ბედნიერება ლოს-ანჯელესში ეძებნა. სწორედ იქ გამოვიდა პირველად რობინი სტენდაპ-კომიკოსის როლში. მან მაშინვე ყველა მოხიბლა საკუთარი ქარიზმით. მაყურებლები ვერ წყვეტდნენ სიცილს და ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ.

ამის შემდეგ არტისტს სხვადასხვა იუმორისტულ შოუში პატიჟებდნენ. ერთ-ერთ კლუბში გამოსვლისას რობინი შეამჩნია რეჟისორმა, რომელიც იღებდა სერიალს – “ბედნიერი დღეები”. მან უილიამსს უცხოპლანეტელი მორკის როლის თამაში შესთავაზა. ეს პერსონაჟი მაყურებლებს იმდენად მოეწონათ, რომ შოუს შემქმნელებმა მასზე ცალკე სერიალი გადაიღეს. ამერიკელებს მორკა მთელი გულით შეუყვარდათ.

პოპულარულობა, დეპრესია და სიცოცხლის დასასრული

70-იანი წლები რობინ უილიამსისთვის კარიერის მწვერვალი გახდა. სამწუხაროდ, სწორედ იმ დროს დადგა მსახიობის ცხოვრებაში ერთობ ტრაგიკული პერიოდი: გარდაიცვალა მისი ახლო მეგობარი, ჯორჯ ბელუში. საბედნიეროდ, რობინი ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულებისგან ველოსპორტმა იხსნა.

სამწუხაროდ, რობინს მთელი სიცოცხლე უმძიმესი კლინიკური დეპრესია სტანჯავდა. ამ დაავადებისგან გადარჩენას უილიამსი დაოჯახებაში ხედავდა, თუმცა 3 ქორწინებიდან ამაში მას ვერც ერთი ვერ დაეხმარა.

უკანასკნელი ფილმი რობინის მონაწილეობით 2014 წელს გამოვიდა. იმავე წელს “კომედიის მეფე” საკუთარ სახლში გაგუდული იპოვეს. ყველამ კარგად იცოდა, რომ მსახიობმა სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია გახდა.

რედაქციის რჩევა

დასასრულისათვის, ორიოდე სიტყვას გეტყვით დეპრესიის შესახებ. ალბათ, რთული დასაჯერებელი როდია, რომ უილიამსს ჰქონდა საკმარისი ფული, ჰყავდა მეგობრები და უამრავი თაყვანისმცემელი. თუმცა ეს ყველაფერი ვერ გახდა ჯანსაღი ფსიქიკის გარანტი. უხშირესად, დეპრესიის მიზეზია არა კონკრეტული მოვლენები, არამედ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ადამიანის ტვინში.

ასეთმა ხალხმა აუცილებლად უნდა გაიაროს ფსიქოთერაპია კარგ სპეციალისტებთან. ასევე, მათ სჭირდებათ ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხარდაჭერაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პიროვნების მენტალური მდგომარეობის გაუფასურება, მიუხედავად იმისა, თუ იგი ფინანსურად სტაბილურია და ადამიანებს გამუდმებით უღიმის.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე