რატომ გვტკივა ხერხემალი: პოზები სწორად ძილისათვის.

244 views

სწორედ ჯანსაღი ძილია იმის გარანტი, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და შესანიშნავად ვგრძნობდეთ თავს. რატომ უგულებელვყოფთ ამ ფაქტორს ასე ხშირად? მოცემული შეკითხვა რიტორიკულია, თუმცა არასოდეს კარგავს აქტუალურობას. გახსოვდეთ, რომ ყოველ ღამით 23:00 საათზე უნდა დაწვეთ დასაძინებლად, ძილის საშუალო ხანგრძლივობა კი 7 საათზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ხარისხიანი ორთოპედიული მატრასი ოჯახში ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტალდაბანდებაა. იგი დიდხანს მოგემსახურებათ და თქვენს ჯანრმთელობასაც გაუფრთხილდება. აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ყოველთვის გაანიავეთ თქვენი საძინებელი ოთახი. თუ ყველა ზემოხსენებულ წესს იცავთ, თუმცა მაინც გტკივათ ხერხემალი, მაშინ ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ პოზაში გძინავთ.

სწორი პოზები ჯანსაღი ძილისათვის

ბუნებრივია, რომ არაა საჭირო რადიკალური ცვლილებების განხორციელება, შეუძლებელია ძველი ჩვევებისგან მყისიერად უარის თქმა. თუმცა, შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ძილის სხვადასხვა პოზა, რათა გაიგოთ, თუ რომელი მათგანი მოახდენს მინიმალურ დატვირთვას თქვენს ხერხემალზე და იქნება ყველაზე კომფორტული.

ზურგზე წოლა

თუ ზურგზე წოლისას მოდუნებული ხართ, მაშინ ასე ძილი გააგრძელეთ. თუმცა, ხერხემლისთვის სწორი მდგომარეობის მისანიჭებლად, ჩვეული პოზა ოდნავ უნდა შეცვალოთ. მუხლებქვეშ ამოიდეთ პატარა ბალიში. ხერხემლის წელის მიდამოში ბუნებრივი ნადრეკის შესანარჩუნებლად ზურგში ამოიდეთ რულონად დახვეული პირსახოცი. ასეთ მდგომარეობაში წოლისას სხეული წონა თანაბრად ნაწილდება, ხერხემალზე კი გაცილებით ნაკლები დატვირთვა მოდის.

გვერდზე წოლა

ძილის მოცემული პოზა ყველაზე პოპულარულად ითვლება. ხშირად გვერდზე წოლისას ჩნდება ხერხემლის დეფორმაცია. განსაკუთრებით, ეს ეხება კისრის განყოფილებას. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია – გვერდზე წოლა მუხლებთან ამოდებული ბალიშით. ამ გზით თქვენ შეამსუბუქებთ ხერხემლის დატვირთვას და კუნთები მოდუნდება.

მუცელზე ძილი

მუცელზე წოლისას დიდი დატვირთვა მოდის კისერზე, ეს კი იწვევს ხერხემლის გამუდმებულ ტკივილს. ყველაფერი შეიცვლება, თუ მუცლის ქვეშ ამოიდებთ ბრტყელ ბალიშს. ეს საგრძნობლად შეამცირებს კისრის და წელის მიდამოებში ხერხემლის მოდრეკილობას და, შესაბამისად, წნევა იქნება მინიმალური.

მცირე რჩევა: ეცადეთ თავქვეშ ბალიშის გარეშე დაიძინოთ. ალბათ, ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ხერხემლის დისკებს შორის დაჭიმულობის მოსახსნელად ოსტეოქონდროზის დროს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე