ვინ იყო მისანი ბერი აბელი და მომავლის რომელი საკვირველი ხილვები დაგვიტოვა მან.

318 views

ბერი აბელის წინასწარმეტყველებები სავსეა წინააღმდეგობრივი ჰიპოთეზებით სლავური ერების მომავალზე. მოცემულ სტატიაში მოგიყვებით ამ წმინდა მამის ცხოვრების შესახებ.

ბერი აბელის წინასწარმეტყველებები

ტულის გუბერნიის ალექსინსკის მაზრაში აბელს იცნობდნენ ვასილი ვასილევის სახელით. გულთმისანი 1755 წელს ხაბაზის ოჯახში დაიბადა. იგი უამრავი მნიშვნელოვანი ისტორული მოვლენის მხილველი გახლდათ. მაგალითად, ის მოესწრო ნაპოლეონის ომებს და რუსეთის დედაქალაქის გადაწვას.

ჯერ კიდევ ბავშვობაში აბელი ინტერესდებოდა ყველაფრით, რაც უფალს უკავშირდებოდა. ასაკის მატებასთან ერთად, იგი ეძებდა რელიგიური თემატიკის შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. ასევე ხუცესი შეეცადა აეხსნა, თუ საიდან ჩნდებოდა ადამიაში ღვთაებრივი ნაპერწკალი. ჭერშმარიტების საძიებლად აბელი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. მამაკაცმა უმრავი მონასტერი მოიარა, თუმცა დიდი ხნით მხოლოდ კოსტრომის ეპარქიის ნიკოლო-ბაბაევსკის მონასტერში დაყოვნდა.

იმ დროიდან მოყოლებული ბერმა სულიწმინდის კარნახით საკუთარი წინასწარმეტყველებების წიგნის წერა დაიწყო. მონასტრის წინამძღვარმა წაიკითხა ხუცესის ხელნაწერები და გადაწყვიტა, რომ ისინი ხელისუფალთ უნდა ენახათ. სამწუხაროდ, სწორედ ამ წინასწარმეტყველებების გამო აბელი დილეგში გამოკეტეს. ის მხოლოდ მმართველი ძალის შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს. პავლე 1-მა წმინდა მამისგან კურთხევაც კი მიიღო.

წინასწარმეტყველებების მეორე წიგნი დაიწერა ვალაამის მონასტერში. ისიც შეიცავდა იმ დროის ხელისუფალთათვის არასასურველ ცნობებს. ბერი ჯერ პეტროპავლოვსკის ციხეში გამოკეტეს, შემდეგ კი სოლოვკაში გაუშვეს, სადაც საბრალო კაცმა მთელი ათწლეული გაატარა. ხუცესი მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როცა მისი წინასწარმეტყველებები ახდა.

მრავალწლიანი უსასრულო ხეტიალის შემდეგ ნათელმხილველი კვლავ შეიპყრეს. გულთმისნის უკანასკელ თავშესაფრად იქცა სპასო-ევფიმიევსკის მონასტერი. სიცოცხლის ბოლო წლები ხუცესმა სუზდალის ეკლესიაში გაატარა, ვიდრე მისი სული უფალს არ მიებარა.

რედაქციის რჩევა

როცა ამ სასულიერო პირის ცხოვრებას ვეცნობოდი, ყველაზე მეტად ის მიკვირდა, თუ რაოდენ ჯიუტი იყო ბერი აბელი. იგი ხშირად დაუსჯიათ საკუთარი წინასწარმეტყველებების გამო, თუმცა ის მაინც აგრძელებდა შრომას და ბოლომდე იბრძოდა.

ყველაზე საინტერესო ისაა, თუ საიდან გაუჩნდა უბრალო გლეხს ასეთი უჩვეულო ნიჭი. როგორც ჩანს, უფალმა მიიჩნია, რომ ამ კაცის თავგამოდება საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რათა მას ხალხში ღვთის სიტყვა გაევრცელებინა. აბელს ახასიათებდა სიმამაცე და პირდაპირობა. მაღალი თანამდებობის პირებთან ოფიციალური შეხვედრისას ბერი გულახდილად და უშიშრად ყვებოდა თავის ხილვებზე.

გუთმისნის შეჩერება არაერთხელ სცადეს. მაგალთად, იღუმენმა ილარიონმა მისი შიმშილით მოკვლა მოინდომა. თუმცა აბელმა წინასწარ განჭვრიტა მონასტრის წინამძღვრის აღსასრული და იგი ამით შეაშინა. სამწუხაროდ, ილარიონი თავის ბედს ვერსად გაექცა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე