ამოცანა, რომელსაც ჩინელი მეორე კლასის მოსწავლეები თვალის დახამხამებაში ხსნიან: შეამოწმეთ საკუთარი ძალები.

147 views

განსავითარებელი ამოცანები ბავშვებისათვის იმითაა კარგი, რომ ისინი პატარებს დაფიქრების საშუალებას აძლევს. მშობლები აღშფოთებას ვერ მალავენ და ვერ ხვდებიან: “ეს რა უმსგავსობაა, როგორ შეიძლება საერთოდ ამ ამოცანის ამოხსნა იქსების და ტოლობათა სისტემების გამოყენების გარეშე?” თუმცა, ხერხი, რასაკვირველია, არსებობს! უბრალოდ მეთოდი ისეთი არაა, როგორსაც ჩვენ ვართ შეჩვეულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასა და კუს შესახებ ამოცანას ჩინეთის დაწყებითი კლასების მოსწავლეები თვალის დახამხამებაში როგორ ამოხსნიდნენ?

განსავითარებელი ამოცანები ბავშვებისათვის

ესე იგი, მოცემულ ამოცანაში უნდა განსაზღვროთ მაგიდის სიმაღლე. პირობები ასეთია: მაგიდის ქვეშ მჯდომი კუს თავიდან მაგიდაზე მოკალათებული კატის თავამდე მანძილი 170 სმ-ია, ხოლო მაგიდის ქვეშ მჯდომი კატის თავიდან მაგიდაზე მოკალათებული კუს თავამდე დაშორება კი – 130 სმ.

ალგებრის მცოდნე ზრდასრული ადამიანის პირველი განზრდახვა განტოლებათა სისტემის შედგენა იქნება. ის მაგიდის სიმაღლეს y-ით აღნიშნავს, კუს სიმაღლეს – x-ით, ხოლო კატის სიმაღლეს – z-ით.

მაშინ მარცხენა სურათი იღებს შემდეგ სახეს: x – y + z = 170 სმ. მოდით, ავხსნათ ეს ტოლობა: 170 სმ-ის მისაღებად მაგიდის სიმაღლეს უნდა გამოვაკლოთ კუს სიმაღლე და დავუმატოთ კატის სიმაღლე. ანალოგიურ სახეს მიიღებს მარჯვენა სურათიც, ოღონდ, ამ შემთხვევაში, მაგიდის სიმაღლეს ვაკლებთ კატის სიმაღლეს და ვუმატებთ კუს სიმაღლეს. შედეგად, გვექნება ასეთი გამოსახულება: x – z + y = 130 სმ.

ახლა უკვე აღარაა საჭირო ვარაუდების გაკეთება, საკმარისია მხოლოდ განტოლებათა სისტემის ამოხსნა. თუ წევრობრივ შეკრებას გმაოვიყენებთ, მივიღებთ: x – y + z + x + y – z = 170 + 130. აქედან 2х = 300, ხოლო x =150. პასუხი: მაგიდის სიმაღლეა – 150 სმ.

ალტერნატიული ამოხსნა

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ უსწავლიათ განტოლებათა სისტემები, არ შეუძლიათ მოცემული ამოცანის ამოხსნა. ჩვენ გთავაზობთ უფრო მარტივ და თვალსაჩინო ხერხს, რომელიც ცოტაოდენ წარმოსახვას მოითხოვს. ამისათვის უნდა წარმოიდგინოთ, თითქოს სურათის მარჯვენა ნაწილი მარცხენას ადევს ზემოდან. ქვემოთ გაჩვენებთ, თუ როგორ სახეს მიიღებს მოცემული გამოსახულება.

მასზე შესანიშნავად ჩანს, რომ თუ მაგიდის გაორმაგებულ სიმაღლეს ჯერ დავუმატებთ, ხოლო შემდეგ კი გამოვაკლებთ კატის სიმაღლეს, მაშინ მივიღებთ 300 სმ-ს. შესაბამისად, ერთი მაგიდის სიმაღლე იქნება – 150 სმ.

ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ამოცანის ამოხსნა ზედმეტად არ გაგიჭირდათ, ხოლო თავად პროცესით ნასიამოვნები დარჩით. განტოლებების გამოყენებისათვის გვერდი რომ აგვევლო, მოგვიხდა გაკვალული გზიდან გადახვევა და შემოქმედებითად აზროვნება. ასეთი გამოცდილება გვეხმარება პრობლემათა გადაჭრის უჩვეულო გზების მოძებნასა და შედეგის უსწრაფესად მიღწევაში.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე