მათამატიკის მასწავლებელი მოსწავლეებისათვის სხვადასხვა საინტერესო მაგალითის შეთავაზებით ნებისმიერ გაკვეთილს დღესასწაულად აქცევს.

84 views

სხვადასხვა მაგალითის ამოხსნა ტვინის გავარჯიშებაში გვეხმარება. თანამედროვე ადამიანები შეჩვეულები ვართ მზა ინფორმაციის მიღებას და ფიქრს სრულიად გადავეჩვიეთ. მათემატიკა გვეხმარება გონების მთელი ძალით დაძაბვაში, მონაცემთა სისტემატიზირებასა და გაანალიზებაში. მოცემულ სტატიაში რამდენიმე თავშესაქცევ მაგალითს შემოგთავაზებთ, რომელთა ამოხსნისას ზრდასრულები ხშირად უშვებენ შეცდომებს. შეამოწმეთ თქვენი მათემატიკური ცოდნა და შეეცადეთ იპოვოთ პასუხები რამდენიმე წუთში.

სხვადასხვა მაგალითის ამოხსნა

1. პირველი მაგალითის გამოსაყვანად, თავი უნდა გაართვათ ორ არითმეტიკულ ოპერაციას: მიმატებასა და გამრავლებას. საკმაოდ საინტერესოა, ბევრი ჩვენი მკითხველი დაიბნევა თუ არა სწორი პასუხის ძიებისას?

2. ადამიანთა უმრავლესობა მოცემული მაგალითის გამოყვანისას საკმაოდ უცნაურ შეცდომას უშვებს. ამასთან, ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან თავიანთ სიმართლეში და ბოლომდე ცდილობენ საკუთარი შეხედულებების დაცვას. მიხვდით, თუ რაში მდგომარეობს ფანდი?

3. მოცემული მაგალითის სწორად ამოსახსნელად, უნდა იცოდეთ ათწილადებზე გამრავლება. თუ გაიხსნებეთ შესაბამის წესებს, მაშინ ამ ჩახლართულ თავსატეხს უპრობლემოდ გაართმევთ თავს.

მინიშნებები და ამოხსნები

1. ვისაც ახსოვს, რომ უპირველესად გამრავლება სრულდება, არ გაუჭირდება ამ მაგალითის გამოყვანა. ასეთ შემთხვევაში მოცემული გამოსახულება მიიღებს ოდნავ სხვა სახეს: 7 + (2 × 0) + (3 × 3).  შემდეგ კი ვღებულობთ: 7 + 0 + 9 = 16.

2. პირველად ვასრულებთ ფრჩილებში მოქცეულ მოქმედებას, შემდგომ კი ოპერაციებს ვაკეთებთ მარცხნიდან მარჯვნივ. მაშინ გვაქვს: 4 ÷ 2 × (1 + 1) = 4 ÷ 2 × 2 = 2 × 2 = 4. ის ადამიანები, რომლებიც არასწორი თანმიმდევრობით ხსნიან მაგალითს, პასუხად ერთიანს ღებულობენ.

3. უნდა გახსოვდეთ, რომ 0,25-ზე გამრავლება – ეს იგივე 4-ზე გაყოფაა. ჩათვალეთ, რომ 100-ის 25 %-ს ეძებთ. ამიტომაც 110 – 100 ÷ 4 = 110 – 25 = 85. თუ მოქმედებებს არასწორად შეასრულებთ, შეიძლება მიიღოთ 2,5.

არ დაგავიწყდეთ კომენტარებში თქვენს მიერ მიღებული პასუხების დაწერა!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე