ფანტასტიკურად ფუმფულა ღვეზელები, რომლებსაც შეგიძლიათ დაურთოთ ნებისმიერი სახის გულსართი.

55 views

დადგა გაზაფხული და ბოსტნებშიც გამოჩნდა მწვანე ხახვი. აქედან გამომდინარე, რთულია, რომ ადამიანმა გაუძლოს ცდუნებას და არ მოამზადოს ღვეზელები კვერცხითა და მწვანე ხახვით. თუმცა, სად შეიძლება ვიპოვოთ შემოწმებული და სანდო რეცეპტი?

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დროის დაზოგვაში დაგხმარებოდით და მოცემულ სტატიაში მზა რეცეპტს შეოგთავაზებთ.

ღვეზელები კვერცხითა და მწვანე ხახვით

ცომის ინგრედიენტები

  • 1 კგ ფქვილი
  • 125 გ შაქარი
  • 23 გ მარილი
  • 4 ც. კვერცხი
  • 400 გ თბილი რძე
  • 20 გ მშრალი საფუარი
  • 125 გ რბილი ნაღების კარაქი

გულსართის ინგრედიენტები

  • 5 ც. კვერცხი
  • მწვანე ხახვი
  • ნაღების კარაქი შესაწვავად
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1. თასში ერთმანეთს შეურიეთ გაცხრილული ფქვილი, შაქარი, მარილი, კვერცხები, რძე და საფუარი.

2. დაიწყეთ ცომის მოზელა და დაუმატეთ 125 გ რბილი ნაღების კარაქი.

3. ცომი ელასტიური უნდა გამოგივიდეთ.

4. შემდეგ დააფარეთ თასს საკვების შესაფუთი ცელოფანი და შეინახეთ 1,5 საათით თბილ ადგილას.

5. ზემოაღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ცომი კარგად უნდა ამოვიდეს. მოათავსეთ იგი ფქვილმოყრილ მაგიდაზე, დაყავით ცომი 50-70 გრამიან ბურთულებად. დააფარეთ მათ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დატოვეთ 30 წუთით.

6. ამასობაში შეგიძლიათ შეუდგეთ გულსართის მომზადებას. მოხარშეთ, გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით კვერცხები.

7. დაკეპეთ მწვანე ხახვი და ოდნავ მობრაწეთ ნაღების კარაქში.

8. მობრაწული მწვანე ხახვი შეურიეთ კვერცხს, შემდეგ კი მოაყარეთ მარილი და წიწაკა. აქვე დავძენთ, რომ გულსართი შეიძლება იყოს ბოსტნეულის, სოკოს, ხორცის ან ხილისიც კი. უნივერსალური ცომი შესანიშნავად შეეხამება თითოეულ მათგანს.

9. გააბრტყელეთ ცომის ბურთულები.

10. თითოეული მათგანის ცენტრში მოათავსეთ ერთი კოვზი გულსართი.

11. შეკარით ცომის კიდეები და გადმოაბრუნეთ ღვეზელები ნაკერით ქვემოთ.

12. ამის შემდეგ წაუსვით მათ კვერცხი და მოათავსეთ ჟარონაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე.

13. გამოაცხვეთ ღვეზელები 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.

14. ცხელ ცომეულს ზემოდან წაუსვით გამდნარი ნაღების კარაქი და დააფარეთ პირსახოცი.

15. გარწმუნებთ, რომ საოცრად რბილი ღვეზელები გამოგივათ. გემრიელად მიირთვით!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე