როგორ მოვიშოროთ ხველა ერთ დღეში: ხალხური რეცეპტი.

529 views

დედა მიყვებოდა, რომ ბავშვობაში ხშირად ავადვმყოფობდი. უხშირესად ანგინა და ბრონქიტი მტანჯავდა. მთელი ღამეები ნახველი მახრჩობდა, სხვადასხვა პრეპარატები კი მხოლოდ გარკვეული დროით მიხსნიდა სიმპტომებს. ერთ დღეს ბაღის აღმზრდელმა დედას ურჩია, თუ როგორ შეიძლება ხველის მოშორება ფაქტობრივად ერთ დღეში.

ეს ცხელი სასმელი შედგება მარტივი ინგრედიენტებისგან, რომლებიც ხშიად გვხვდება გაციების საწინააღმდეგო ხალხურ საშუალებებში. პირველივე მიღების შემდგომ ხველა ქრება და ადამიანს სუნთქვა უმსუბუქდება. ამ საშუალების დამსახურებით მე და დედას ღამით მშვიდად გვძინავს.

საშუალება, რომელიც სწრაფად გაგიქრობთ ხველას

ინგრედიენტები

  • 150 მლ ცხელი რძე
  • 1 ჩ.კ. ნაღების კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა
  • 0,25 ჩ.კ. დაფქვილი ძირა
  • 1 ც. კვერცხის გული
  • 1 ც. ბანანი

მომზადება

1. ქვაბში ჩაასხით რძე და კარგად გააცხელეთ, თუმცა დუღილამდე არ მიიყვანოთ. დაუმატეთ მას ნაღების კარაქი და სანელებლები: დარიჩინი, კურკუმა და ძირა. მოურიეთ ყველაფერს სათქვეფით, რათა კარაქი სრულად გალღვეს.

2.განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან და მოათავსეთ იგი ბლენდერის თასში, მას დაუმატეთ დაჭრილი ბანანი და სანელებლებიანი რძე, ადღვიბეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ ყველაფერი.

4. გადაასხით სასმელი ჭიქაში. ის უკვე მზადაა!

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ზოგიერთი კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობაც. თუ ლაქტოზის ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემა აღგენიშნება, გამოიყენეთ სპეციალური რძე ან ჩაანაცვლეთ იგი მცენარეულით. ზოგიერთმა სანელებელმა შეიძლება გმაოიწვიოს სასუნთქი გზების გაღიზიანება.

ეს რძიანი სასმელი დესერტადაც გამოდგება. კვერცხის გულისა და ბანანის წყალობით, კოქტეილი საკმაოდ მასაზრდოებელი და ნოყიერი გამოდის. ადრე გიცდიათ ხველის მკურნალობა მსგავსი საშუალებით?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე