ძველი ევროპელები კარაქს ჭაობში მარხავდნენ და მას ამგვარად ინახავდნენ.

64 views

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მაცივრის გარეშე? დიდი ალბათობით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.  მაცივრის ისტორია შთამაგონებელია, თუმცა კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ წვალობდნენ ადამიანები ამ საჭირო და სასარგებლო ნივთის გარეშე. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ, თუ სად შეგიძლიათ შეინახოთ ხორცი, კარაქი და რძე მაცივრის არქონის შემთხვევაში. მიღებული ინფორმაცია თქვენთვის უცილობლად გამოსადეგი იქნება!

მაცივრის ისტორია

როგორც წესი, მაცივარი ოჯახში სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ადრე ჩნდება. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ საკვებ პროდუქტებზე სპეციალიზირებული ნებისმიერი სავაჭრო წერტილი ამ მოწყობილობის გარეშე. დღესდღეობთ ჩვენთვის ძალიან რთულია წარმოვისახოთ, თუ როგორ გაჰქონდათ თავი ჩვენს წინაპრებს მაცივრის გარეშე. დაბალი ტემპერატურის პირობებში პროდუქტები უკეთ ინახება. ამ არც თუ ისე რთულ ჭეშმარიტებას კაცობრიობა დიდი ხნის წინ ეზიარა.

უძველს ადამიანებს აზრად მოუვიდათ, რომ შეუჭმელი მამონტის ხორცის ნაჭრები ტბაში შეენახათ. ამასთან, ის შეიძლება არ გაფუჭებულიყო შემოდგომიდან ზაფხულამდე არსებული დროის შუალედშიც კი. ხორცის შენახვას ხელს უწყობდა დაბალი ტემპერატურა და ტბის წყალში ჟანგბადის დაბალი შემცველობა.

მალფუჭებადი პროდუქტების არანაკლებ უცნაური შესანახი ადგილი იყო ჭაობი. ჟანგბადის დაბალ შემცველობისა და მაღალი მჟავიანობის მქონე გარემოში ვარგისიანობას არ კარგავდა კარაქიც კი.

დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ უძველსი ადამიანები აცნობიერებდნენ კავშირს სიგრილესა და საჭმლის შენახვის ვადის გაზრდას შორის. ყინულით სავსე პროდუქტების შესანახი სათავსი რამდენიმე ათასი წლის წინათ გაჩნდა. ამას მოწმობს ძველ რომში, საბერძნეთსა და ბაბილონში აღმოჩენილი მონაპოვრები. ჩრდილოეთის ქვეყნების მაცხოვრებელებს უფრო გაუმართლათ, რადგან მათ ყოველწლიურად ჰქონდათ ყინულზე წვდომა. სამხრეთის სახელმწიფოების მკვიდრთ კი მოუხდათ, რომ დამოუკიდებლად ეძებნათ სიცივის მოპოვების მეთოდები.

“იახჩაალი”, რაც სპარსულიდან ითარგმნება, როგორც ყინულიანი ორმო – ძველი სპარსელების საზრიანობის გამომხატველი შესანიშნავი მაგალითია. აორთქლების ტიპის ძველსპარსული მაცივარი ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-4 საუკუნეში იქნა შემუშავებული. შენობას ჰქოდა მიწისზედა გუმბათისებური ნაწილი და მიწისქვეშა სასაწყობო სათავსოები.

მიწისქვეშა ნაწილს გარშემო შემოვლებული ჰქონდა 2 მ-მდე სისქის თერმომდგრადი ბზის კედლები, რომლებიც დამატებით დაფარული იყო თიხის, ქვიშის, კვერცხის ცილისა და ცხოველების ბეწვის ნარევით. კოშკის ზედა ნაწილი კი ჰაერის გაგრილებისათვის იყო განკუთვნილი.

რუსეთში იყენებდნენ მყინვარს – მიწაში ჩამარხულ გვიმს. იგი თოვლის დიდი ოდენობით იყო ამოსვსებული, ზემოდან კი სქელი ნაგები ეფარა. მას აყრიდნენ მიწას და კორდს. სხვათა შორის, შუა საუკუნეებში ცივი ქვეყნებიდან თბილ სახელმწიფოებში ყინულის ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი იყო. ადამიანები ყიდულობდნენ ყინულის ხორგებს, რომელთაც სარდაფებში აწყობდნენ და მათში კვების პროდუქტებს ინახავდნენ!

პროდუქტების შენახვა

ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ უამრავ ოჯახში არსებობდა პროდუქტების შესანახი სპეციალური საკუჭნაოები. ის ჩვეულებრივ სახლის ჩრდილოეთ ნაწილში იყო განლაგებული და ზაფხულში შენობის სხვა ოთახებთან შედარებით იქ რამდენიმე გრადუსით დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდებოდა. ცივ საკუჭნაოებში უპირატესად ინახავდნენ ხაჭოს, კვერცხს, ხორცს, კარაქს, ცომეულსა და პურს.

პროდუქტებისათვის ვარგისიანობის შესანარჩუნებლად მიმართვადნენ დამარინადებას, დამარილებას, შებოლვას, გახმობას.

მაცივრის პროტოტიპი გამოიგონა თომას მურმა – ნაღების კარაქის გამყიდველმა. სწორედ მას მოუვიდა თავში აზრად, რომ  კარაქის გადასატანად განკუთვნილი რკინის ყუთისგან რეფრიჯერატორი შეექმნა,რისთვისაც მან იგი შეახვია კურდღლის ტყავში და მოათავსა კედრის ფიცრებისგან გამოჭედილ კასრში, რომელსაც ზემოდან ყინული დააყარა.

იმდროინდელი მაცივრები მცირედ განსხვავდებოდა ავეჯისაგან – ბუფეტებისა და კარადებისაგან. მათ შიგნითა ნაკეთურებს ფოლადისგან ამზადებდნენ, გარეთა გასაწყობს კი – ჩვეულებრივ მუხის ან კედრისაგან. გარეთა და შიგნითა კედლებს შორის არსებულ სივრცეს ავსებდნენ ნახერხით, დანადგარის შიგნით იყო ნაკეთური, სადაც ყინულს აწყობდნენ პროდუქტების ქვეშ ან მათ თავზე აყრიდნენ.

პირველი საყოფაცხოვრებო მაცივრები მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდნენ და მათი ქონის ფუფუნება საზოგადოების მხოლოდ ელიტურ წრეებს ჰქონდათ. ამ მოწყობილობის მასობრივი წარმოება მხოლოდ 1950 წლისათვის დაიწყეს.

რედაქციის რჩევა

თანამედროვეობაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია მაცივრის გარეშე, მან მნიშვნელოვნად შეგვიმსუბუქა ყოფა. თქვენ რამდენ ხანს გაძლებდით ამ მოწყობილობის გამოყენების გარეშე?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე