ბანანებს ტაფაზე ვალაგებ, ვთქვეფ ერთ ცალ კვერცხს და ვამზადებ საუცხოო ნამცხვარს, ღუმელი არ დაგჭირდებათ.

95 views

ზოგჯერ დიასახლისებს გაზქურასთან დიდხანს დგომის და დესერტების მომზადების დრო არ აქვთ. სწორედ მაშინ მათ იხსნის ხოლმე სწრაფი და მარტივი რეცეპტები. მოცემულ სტატიაში სწორედ ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ. შოკოლადიანი ნამცხვრის მოსამზადებლად მინიმალური ოდენობის ინგრედიენტები დაგჭირდებათ და ღუმელის ჩართვაც კი არ მოგიწევთ.

შოკოლადის ნამცხვარი ბანანით

ინგრედიენტები ბანანების კარამელიზაციისათვის

  • 2 ც. ბანანი
  • 20 გ ნაღების კარაქი
  • 1 ს.კ. შაქარი

ცომის ინგრედიენტები

  • 1 ც. კვერცხი
  • 50 გ შაქარი
  • ვანილი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 100 მლ რძე
  • 130 გ ფქვილი
  • 20 გ კაკაო
  • 8 გ გამაფხვიერებელი

მომზადება

1. აიღეთ 2 ც. ბანანი, მოაჭერით მათ ბოლოები, შემდეგ გასწვრივად ორად გაჭერით და გააცალეთ კანი.

2. გააცხელეთ ტაფა და გაალღვეთ მასზე ნაღების კარაქი. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ მის სრულ გადნობამდე. უნდა გამოგივიდეთ წებოვანი კარამელი. მასში ჩააწყვეთ ბანანები და ცოტა ხნით გააჩერეთ ისინი ამ სიროფში.

3. ამასობაში ცალკე ჭურჭელში კვერცხს შეურიეთ შაქარი და დაუმატეთ ვანილი. ინგრედიენტები კარგად ათქვიფეთ, შემდეგ კი მოასხით მზესუმზირის ზეთი. უჩვეულო გემოს მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუნჯუთის ან გოგრის თესლებისგან მიღებული ზეთი.

4. ამის შემდეგ დაამატეთ რძე და ისევ მოურიეთ. იმავე ჭურჭელში ჩაყარეთ გაცხრილული ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო, რის შემდეგაც ყველაფერს კარგად მოურიეთ.ბოლოს, უნდა გამოგივიდეთ თხევადი ცომი.

5. მიღებული ცომი თანაბრად მოასხით ბანანებს ტაფაზე. ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და გამოაცხვეთ ნამცხვარი 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ტკბილეული ლამაზ თეფშზე, გააგრილეთ დესერტი და დატკბით მისი შეუდარებელი გემოთი!

ტაფაზე მომზადებული შოკოლადის ნამცხვარი ბანანით – ნამდვილი აღმოჩენაა დაკავებული დიასახლისებისათვის. ამ ჩაროზის გაკეთება სულ რაღაც 15 წუთს წაგართმევთ. მოცემული რეცეპტი ყველაზე მეტად იმითაა ფასეული, რომ არ გვიწევს ღუმელის ჩართვა. გაგვიზიარეთ რამდენიმე რეცეპტი თქვენი კულინარიული წიგნებიდან!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე