დიტომ თავის მდიდარ მეზობელს ფული სთხოვა დედის ოპერაციისათვის, თუმცა მან იგი სახლიდან გამოაგდო. გავიდა წლები, ამჯერად კი უკვე ხარბმა მეზობელმა მიაკითხა დიტოს თხოვნით.

18,340 views

დიტო დედის საფლავთან იდგა და ტიროდა. იგი იტანჯებოდა, რომ ძვირფასი ადამიანის გადარჩევა ვერ შეძლო.

– დედიკო, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, როგორც ეს შენ გინდოდა. ახლა უკვე სტუდენტი ვარ და გადაწყვეტილი მაქვს, რომ ექიმი გამოვიდე. არასოდეს დაგივიწყებ, სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემით იამაყებ. რაოდენ საწყენია, რომ ჩემს წარმატებებს საკუთარი თვალით ვერ იხილავ. დედა, ხომ გესმის ჩემი?

– ამაში წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი! – უთხრა დიტოს მის ზურგსუკან მდგარმა ახალგაზრდა ქალმა.

ის დიტოს თანაკლასელი იყო, რომელსაც იგი დიდი ხანია უყვარდა. სამწუხაროდ, მამაკაცი მას იმავე გრძნობით ვერ პასუხობდა, რადგან იგი ქალაქის მთავარი ბიზნესმენის ქალიშვილს ეტრფოდა. ეველინას ყველაფერი ჰქონდა, რასაც ის მოისურვებდა, იგი ცხოვრებას მსუბუქად და უზრუნველად უყურებდა.

ეველინა დიტოს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, რადგან იგი ღარიბი იყო. განებივრებული ქალი თავის თაყვანისმცელემელს ხშირად მასხრად იგდებდა, დიტო კი ყველაფერზე თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა ეს არ შეემჩნია.

– ეს ღატაკი ბიჭები ისე მახვევიან თავზე, როგორც ფუტკრები – თაფლს – სიცილით ამბობდა ხოლმე ეველინა კლასში.

ერთხელ ნატომ ვერ მოითმინა და თანაკლასელს პირში მიახალა:

– თუ ასეთი გამორჩეული ხარ, ჩვენ ერთად სოფლის ერთ ჩვეულებრივ სკოლაში რატომ სწავლობ? მამაშენს ქალაქის გიმნაზიაში რისთვის არ გადაჰყავყარ? ნუთუ მას საკმარი ფული არ აქვს, რომ სწავლა დაგიფინანსოს?

– შენ საერთოდ რას წარმოადგენ?! როცა სკოლას დავამთავრებ, ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვისწავლი შენგან გასხვავებით!

ეველინა ყოველ კვირას ახალ ბიჭს ხვდებოდა. იგი ძალიან ქარაფშუტა და თავქარიანი გოგონა იყო. ის ყველაფერს თამაშად და სახალისო თავგადასავლად აღიქვამდა. ეველინა მხოლოდ მას შემდეგ დასერიოზულდა, რაც საკუთარი დაორსულების შესახებ შეიტყო. მან მაშინვე ყველაფერი მამას მოუყვა. ბატონი გოჩა ძალიან გაჯავრდა  და ბავშვის მამის ვინაობით დაინტერესდა.

ეველინას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვისგან დაფეხმიმდა, რადგან მას უამრავ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა. გოგონამ მამას აბორტის გასაკეთებლად ფული სთხოვა, თუმცა ბატონმა სერგომ ქალიშვილს თეთრიც არ მისცა და მას ბავშვის გაჩენა მოსთხოვა.

მოულოდნელად კარზე ვიღაცამ დააზარუნა, ზღურბლთან დიტო იდგა.

– აქ რა გინდა? რისთვის მოხვედი? – ჰკითხა ახალგაზრდას მთელს სამყაროზე გაბრაზებულმა გოჩამ.

– საღამო მშვიდობისა, ბატონო გოჩა. თქვენი დახმარება მჭირდება. დედას სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია, რაც ძალიან ძვირი ღირს. ჩვენი ოჯახი ამას ფინანსურად ვერ გაწვდება. გთხოვთ, მასესხეთ თანხა. ამ ოპერაციის გარეშე დედა ვერ იცოცხლებს! გპირდებით, რომ ვალს უკანასკნელ თეთრამდე გაგისტუმრებთ. გთხოვთ, დამეხმარეთ მშობლის გადარჩენაში!

– ამდენი ფული ქუჩაში არ ყრია! ამხელა თანხას შენ მთელი სიცოცხლე ვერ დამიბრუნებ. ახლა კი წაეთრიე აქედან!

დიტო სადარბაზოდან ბარბაცით გამოვიდა. ძალაგამოცლილ ახალგაზრდას ფეხები არ ემორჩილებოდა, ამიტომ იგი იქვე ჩამოჯდა.

– მამა, რა ხდება?

– შენი თანაკლასელი იყო მოსული. დიტოს დედა ჰყავს ავად, მან მშობლის ოპრაციისათვის საჭირო თანხა მთხოვა, რაზეც უარი ვუთხარი. შენ ხომ არ გინდა მისი დახმარება?

– არა, ჩემი პრობლემებიც მყოფნის.

დიტო ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეველინა გასაჭირში მას ზურგს აქცევდა და ასე გულგრილად მოქეცეოდა.

სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში დიტოს დედა გარდაიცვალა. ახალგაზრდა სრულიად მარტო დარჩა, მას გული უკვდებოდა იმის გამო, რომ მშობლის გადარჩენა ვერ შეძლო. მაშინ დიტოს ექიმად გახდომის გადაწყვეტილება კიდევ უფრო განმტკიცდა. მან მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ერთ დღეს მშობლისათვის საკუთარი წარმატებების მოსაყოლად იგი დედის საფლავთან მივიდა. მას ნატო ახლდა თან.

– ნატო, უღრმეს მადლობას გიხდი თანადგომისათვის. შენ რომ არა, არც კი ვიცი, ამ ტრაგედიას როგორ გადავიტანდი!

– დიტო მზად ვარ მთელი სიცოცხლე დაგელოდო! მინდა, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიყო!

– ლოდინი არ მოგიწევს, რადგან ვერავინ დაგვაშორებს!

გავიდა წლები, ახალგაზრდებმა სწავლა დაამთავრეს და ერთ კლინიკაში დაიწყეს მუშაობა. დიტო ნიჭიერი ქირურგი შეიქნა. მან უამრავი ადამიანი იხსნა სიკვდილისაგან. ერთხელ საავადმყოფოში მოიყვანეს გოგონა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა.

დიტოს გარდა, ოპერაციის გაკეთებაზე ყველამ უარი თქვა, რადგან დიდი რისკი არსებობდა, რომ გოგონა ქირურგიულ ჩარევას ვერ გადაიტანდა. როცა დიტო დერეფანში გამოვიდა, მას ერთი მოხუცი კაცი ჩაუვარდა მუხლებში.

– გემუდარებით, გადამირჩინეთ შვილიშვილი. დედამისი წლების წინ დაიღუპა, ანიტას გარდა აღარავინ დამრჩა. ნებისმიერი ოდენობის თანხას გადაგიხდით.

– ბატონო გოჩა, ფულით ადამიანის სიცოცხლე არ ფასდება. სამწუხაროდ, ეს არც მაშინ იცოდით, როცა დედის გადარჩენაში დახმარება გთხოვეთ.

– დიტო, ეს შენ ხარ? თვალებს ვერ ვუჯერებ! არ მინდა, რომ ჩემს შვილიშვილს შენ გაუკეთო ოპერაცია! ალბათ, შურისძიება გაქვს განზრახული, ამიტომ ანიტას ხსნარ არც შეეცდები!

– დიტო ექიმის გარდა ამ საქმეს არავინ მოჰკიდა ხელი! თქვენც კარგად იცით, რომ გოგონას გადარჩენის შანსები არც ისე მაღალია. ილოცეთ, რომ უფალმა გადმოგვხედოს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს! – უთხრა გოჩას დიტოს დამხმარემ.

ოპერაცია 4 საათს გაგრძელდა. დიტომ ნამდვილი სასწაული მოახდინა და გოგონა სიკვდილისგან იხსნა. გოჩა სიხარულისგან ატირდა.

– დიტო, უღრმესი მადლობა, რომ ჩემზე შური არ იძიე. მაპატიე, რომ წლების წინ ზურგი გაქციე. გულწრფელად ვწუხვარ, რომ არაადამიანურად მოგექეცი. ეჰ, ნეტავ დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის გამოსწორება შემეძლოს.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე