ახალდაქორწინებულები ძილს არ აცდიდნენ მთელს სოფელს. ჩვენ აღშფოთების გამოხატვით შემოვიფარგლებოდით, ერთი მეზობელი კი უფრო გამბედავი აღმოჩნდა.

1,645 views

მთელი ცხოვრება სოფელში მაქვს გატარებული. სწორედ იქ გავთხოვდი, გავაჩინე და აღვზარდე შვილები. მას შემდეგ, რაც მეზობელ დაბაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამამუშავებელი ქარხანა ააშენეს, ახალგაზრდობამ შეწყვიტა სოფლის დატოვება. ყველამ ახალ საწარმოში დაიწყო მუშოაბა.

სოფელში ერთი ახალგაზრდა ოჯახი დასახლდა. მეუღლეები მთელი თვის განმავლობაში ქეიფობდნენ და ხმამაღალი მუსიკა მეზობლებს დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ბევრჯერ ვცადეთ მათთან დალაპარაკება, თუმცა ამაოდ:

– ჩვენ გვაქვს დასვენების უფლებას, ხელს არავის ვუშლით! – გვპასუხობდნენ ხოლმე ისინი.

დღისით ცოლ-ქმარი მუშაობდა, საღამოს კი ისინი ბოსტანში შრომობდნენ. როგორც კი მოსაღამოვდებოდა, მათთან უამრავი ახალგაზრდა იყრიდა თავს, შემდეგ კი ქეიფი და დროსტარება იწყებოდა. ადგილობრივებს წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თუ როგორ მოვქცეოდით ხმაურიან მეზობლებს, მათი მხიარულება უკვე ყველას მოჰყირჭებოდა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა ქეთინო ბებომ. როცა იგი მიხვდა, რომ ახალგაზრდებთან კეთილი სიტყვა და თხოვნა არ ჭრიდა, იგი მკაცრი ზომების გატარებას შეუდგა. მისი აზრით, მსგავსი ადამიანები სასჯელს იმსახურებენ.

ერთხელ, როცა სტუმრები წავიდნენ, სახლის მეპატრონეებს კი ეძინათ, ქეთინო ბებომ მათ ეზოში გაუშვა თავისი ქათმები, ბატები, კვატები და თხები, რომლებმაც მალევე დაამყარეს იქ “წესრიგი”. ჩვენმა მეზობლებმა შუადღისკენ გაიღვიძეს, ისინი ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, როცა დაინახეს, თუ რა ხდებოდა მათ ნაკვეთზე. ამაში თავადვე არიან დამნაშავეები, მათ გულისხმიერების გამოჩენა მართებდათ.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მეზობლები არ დააფასა, უპატივცემულო დამოკიდებულების გამო კი მათ საკადრისი პასუხი მიიღეს. ყოჩაღ თამრიკო ბებოს!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე