– შენს გვერდით ცხოვრება აღარ შემიძლია! საკუთარი თავისთვის წინდების ყიდვაც კი არ შეგიძლია! – ვუყვიროდი ქმარს, როცა მას ვტოვებდი. ერთი წლის შემდეგ კი უკვე ვასოსთან დაბრუნება მინდოდა.

4,535 views

ბევრი ოჯახი იმიტომ ინგრევა, რომ მეუღლეებს არ შეუძლიათ უბრალოდ დასხდნენ და ერთმანეთს დაელაპარაკონ.

მსგავსი რამ მოხდა ჩემი მეგობრის ოჯახშიც. ანას მეუღლეს რატომღაც სულ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. მეც და ჩემს ქმარსაც ძალიან გვიმძიმდა იმის ყურება, თუ როგორ კარგავდა ვასო სამსახურს მორიგ ჯერზე. ვერ ვხვდებოდით, ასე ძალიან რატომ არ უმართლებდა მას.

ერთ საღამოს ჩვენს მეგობრებს ვესტუმრეთ. ვასო ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო სამსახურიდან. სამზარეულოში ტორტს მივირთმევდით, როცა ანას მეუღლე შემოგვიერთდა. ის ოდნავ ნასვამი იყო. ვასომ გვითხრა, რომ უფროსი დაქვეითებით ემუქრებოდა სამსახურში დაგვიანების გამო. როცა ანამ ეს მოისმინა, მას ნერვებმა უმტყუნა და ის აქვითინდა. მე და ჩემი ქმარი მივხვდით, რომ მოცემულ ვითარებაში ზედმეტები ვიყავით და ამიტომ შინ წავედით. როცა კარი გმაოვიხურეთ, გავიგონეთ, თუ როგორ უყვიროდა ანა ვასოს:

– შენთან ერთად ცხოვრება აღარ შემიძლია! საკუთარი თავისთვის წინდების ყიდვაც კი არ შეგიძლია!

ორი დღის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ანას მეუღლე მიეტოვებინა. ცოლ-ქმარი მალევე განქორწინდა. თავიანთი ბინა მათ ორ ერთ ოთახიან საცხოვრებელში გადაცვალეს. ამის შემდგომ ვასო სამსახურში დააწინაურეს. ანას ღალატის და განქორწინების დასავიწყებლად მან საკუთარი თავი ბოლომდე საქმეს მიუძღვნა. ნახევარ წელიწადში ვასო განყოფილების უფროსად დანიშნეს.

ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ვასოსთვის წარუმატებლობები ანას მოჰქონდა. ცოლთან დაშორების შემდეგ მამაკაცს თავდაჯერებულობა შეემატა, მან იპოთეკით მანქანაც კი შეიძინა. ნახევარი წლს შემდეგ ვასოს ანამ დაურეკა და კაფეში შეხვედრა შესთავაზა. ისიც დასთანხმდა ყოფილი ცოლის შემოთავაზებას.

ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და წარსულზე ისაუბრეს. ანამ ვასოს მოუყვა, თუ როგორ უჭირდა ცხოვრებაში, იგი ვერ ახერხებდა სტაბილური სამსახურის მოძიებას. ქალი ყოფილ ქმარს გამოუტყდა, რომ ძველებურად უყვარდა და მასთან დაბრუნება სურდა. ვასოს მოაგონდა სიტყვები, რომლებიც ანამ დაშორების წინ უთხრა და მას მიუგრო:

– ახლა დამოუკიდებლად წინდების ყიდვაც შემიძლია და არ მჭირდები! ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტში მაქციე ზურგი, სწორედ მაშინ, როცა შენი მხარდაჭერა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო!

ვასომ ანგარიში გადაიხადა და კაფე დატოვა.

ახლა ვფიქრობ, რომ მას ერთი ჩემი გაუთხოვარი მეგობარი გავაცნო. შესაძლოა, მათ ურთიერთობის აწყობაც გამოუვიდეთ. ვასო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას.

მიმაჩნია, რომ ვასო სწორად მოიქცა. თუ ანამ ქმარი სწორედ უფულობის პერიოდში მიატოვა, მაშინ მას იგი არასოდეს ჰყვარებია. განა ასე არაა?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე