ცოლი მთელი დღე საჭმელს ამზადებდა, საღამოს ვახშმობისას კი მას ქმარმა უთხრა: – ბევრს ჭამ! ტანწერწეტა უნდა იყო!

1,536 views

ოლიკო ძალიან ხარობდა, რომ დიასახლისად ყოფნის შესაძლებლობა მიეცა. როცა იგი გათხოვდა, ბუჭამ მას მუშაობის ნაცვლად სახლში ჯდომა შესთავაზა, რასაც ქალი სიამოვნებით დასთახმდა.

ოლიკო ცხოვრებისგან დიდი მოლოდინები არასოდეს ჰქონია. როცა იგი სტუდენტი იყო, ყველაფერში თახნის დაზოგვა უწევდა. იგი თავადაც ვერ ხვდებოდა, ისე ცოტა ფულით თავის გატანას როგორ ახერხებდა.

ოლიკო დარწმუნებული იყო, რომ დიასახლისობასთან ერთად ოჯახის მეურნეუობასაც მიხედავდა. ის სულ სამზარეულოში ფუსფუსებდა, რათა მეუღლე სხვადასხვა გემრიელობით გაენებივრებინა. ოლიკო ონდავ პუტკუნა იყო, რაც ბუჭას დიდად არ მოსწონდა.

ერთხელ ბუჭა სამსახურიდან დაბრუნდა. ოლიკომაც გაშალა სუფრა, მან მეუღლეს თეფშზე ბორში დაუსხა, ასევე პიურე, სალათი და შემწვარი ქათამიც მიაწოდა. ამასობაში ქალი ჭურჭლის დარეცხვას შეუდგა. როცა ვასომ ივახშმა, მან ცოლს მიმართა:

– ოლიკო, შენთვის თეფშზე არაფერი გადმოიღო. ცოტა საჭმელი მომრჩა და შეგიძლია ის მიირთვა, წესით უნდა გეყოს!

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ოლიკო ადგილზე გახევდა, მან სუფრას დახედა. ბუჭას დაეტოვებინა ცოტაოდენი ბორში, ერთი კოვზი პიურე და ნახევრად შეჭმული ქათმის ბარკალი.

– ბუჭა, იმედი მაქვს, რომ ამ გზით იხუმრე, არა? ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ მომზადებული კერძების ნორმალურად ჭამის უფლება მაქვს! რაც თეფშებზე მოგრჩა, შეგიძლია ძაღლს გაუტანო!

– ოლიკო, საერთოდ არ ვხუმრობ! ნუ ჭირვეულობ! ძალიან ბევრ კერძს ამზადებ, მე მაგდენ ფულს არ ვშოულობ!

– ვერ ვხვდები, რაზე საუბრობ! განა რაიმე ზებუნებრივს ვამზადებ?

– ოლიკო, ქათამიც კი მთლიანად შეწვი, როცა მისი ორად გაყოფა შეგეძლო! ეს შენთვისვე იქნება უკეთესი!

– ვითომ რატომ?

– ასე უფრო დაიკლებ წონაში! ქალი უნდა იყოს ტანწერწეტა!

ბუჭამ ოლიკოს თეძოზე უჩქმიტა და სამზარეულოდან გავიდა. ქალი ძალიან ნაწყენი დარჩა, იგი მთელს დღეებს სამზარეულოში ატარებდა, რათა მეუღლისთვის ესიამოვნებინებინა, ახლა კი თავად ნორმალურად ჭამის უფლებაც არ ჰქოდნა. იგი ბუჭასთან სალაპარაკოდ გავიდა.

– ბუჭა, იქნებ შენ ჭამ ძალიან ბევრს?

– ნუ იგონებ რაღაცებს! დილიდან საღამომდე ვმუშაობ, ამიტომ ნორმალურად უნდა ვიკვებო! ახლა მიდი, სამზარეულოდან ლუდი გამომიტანე, მალე ფეხბურთი იწყება! – უთხრა ბუჭამ ცოლს და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა.

ოლიკომ მეუღლეს სურვილი შეუსრულა, შემდეგ საზმარეულოში გავიდა და ივახშმა. მას უკვე მიეღო გადაწყვეტილება სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით, რათა ბუჭას მისთვის საჭმელი არ დაეყვედრებინა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე