ქორწინების სახლში ყოფნის დროს შემთხვევით შემოვტრიალდი და ცხონებული ბაბუაჩემი დავინახე. მან შემომხედა და მშვიდი ხმით მითხრა: “არ ქნა”.

4,947 views

პირველი ისტორია

ერთ ღამეს მშობლები დამესიზმრნენ. ისინი ხუთი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. დედა ტიროდა და მემუდარებოდა, რომ მეორე დღეს სახლიდან არ გავსულიყავი, მამა კი სევდიანი თვალებით მიყურებდა. ვერ ვხვდებოდი, რისგან ცდილობდნენ ისინი ჩემს დაცვას.

იმ დღეს სამსახურის თაობაზე გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული, ამის მიუხედავად, სახლში დარჩენა გადავწყვიტე. რამდენიმე საათში ჩემს ბინაში წყლის მილი გასკდა. საბედნიეროდ, სანტექნიკოსი დროულოდ მოვიდა. შინ რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, იქაურობა დაიტბორებოდა. მშობლებმა ამარიდეს თავიდან ეს ხათაბალა.

მეორე ისტორია

მე ალა ვარ, ერთ ოთახიან ბინაში მარტო ვცხოვრობ. ერთ საღამოს კომპიუტერთან ვიჯექი, ჩემი კატა კი თავისი რეზინის თევზით თამაშობდა. მოულოდნელად მან ყვირილი მორთო, უკან მოვტრიალდი და დავინახე, რომ კატა ჰაერში იყო ჩამოკიდებული, თითქოს მას რაღაც უხილავი ძალა იჭერდა.

ძალიან შემეშინდა, უხილავ არსებას ვეხვეწებოდი, რომ მას თავი დაენებებინა ჩემი ოთხფეხა მეგობრისათვის. გარკვეული ხნის შემდეგ კატა ძირს დაეცა. იგი შეშინებული თვალებით შემომცქეროდა.

მესამე ისტორია

მე დაკო ვარ, მეცხრე კლასში ვსწავლობდი, როცა ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი. მესამე კურსზე კოტემ ცოლობა მთხოვა, რასაკვირველია, მეც დავთანხმდი. ჩემს მშობლები მიიჩნევდნენ, რომ იგი არ იყო ჩემი შესაფერისი. მეგობრებიც იმავე აზრზე იყვნენ. არავი შეხედულება არ გავითვალისწინე.

ქორწილისათვის მზადება დავიწყეთ, თუმცა მისი ცოტა ხნით გადადება მოგვიწია. ჩემს ოჯახს უნდოდა, რომ ბაბუის გარდაცვალების წლისთავს დავლოდებოდით. მისი დაღუპვა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო.

ქორწილის დღეც დადგა. ყველამ ქორწინების სახლში მოვიყარეთ თავი, დაიწყო ცერემონია. როცა ცოლობაზე თანხმობის უნდა გამომეცხადებინა, შემთხვევით უკან შევტრიალდი და ცხონებული ბაბუაჩემი დავინახე. იგი სევდიანი თვალებით მიყურებდა და მშვიდი ხმით მეუბნებოდა: “ეს არ ქნა”.  ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ის ჩემი შეუღლების წინააღმდეგი იყო. მისი რჩევის მიუხედავად, კოტეს ცოლობას დავთანხმდი.

გავიდა წელიწადი. უკვე მივხვდი, თუ რატომ მომცა ნიშანი ბაბუამ ქორწილის დღეს. დაოჯახებიდან სამ თვეში კოტემ სმა და დროსტარება დაიწყო, იგი ზოგჯერ სახლშიც კი არ ბრუნდებოდა. ამდენი ნერვიულობა ვეღარ ავიტანე და განქორწინება მოვითხოვე.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე