რის გამო არ მიყვარს გერმანია.

162 views

მე და ჩემი ქმარი ოთხი თვის წინ მიუნხენში გადავედით საცხოვრებლად. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სრული უფლება მაქვს, ჩამოვთვალო მიზეზები, რომელთა გამოც გერმანია არ მომწონს.

1. მიგრაციული კრიზისი

2. მაღალი გადასახადები და რთული საგადასახადო სისტემა. 

ეს ძალიან საწყენია. რაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს ადამიანს, მით მეტს ართმევენ მას.

3. საშინელი ბიუროკრატია, გერმანიაში არ არსებობს საბუთების ელექტრონული ვრუნვა. 

ძალიან რთულია ბანკში ანაგარიშის გახსნა ან დაზღვევის მიღება, ამ საქმის მოგვარებას შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. გერმანიაში ელექტრონულ ფოსტას თითქმის არ იყენებენ.

4. აქ არავინაა დაინტერესებული კვალიფიციური სპეციალსიტების მომსახურებაში.

ამას რატომ ვამბობ? რადგან გერმანიაში პროფესიონალებს ძალიან ცოტას უხდიან (38 ათას ევროს წელიწადში). ამ ქვეყანაში ახლად ჩასულებს დასაქმებაში არავინ ეხმარება, არ არსებობს არანაირი ფინანსური მხარდაჭერა და ენების კურსები.

5. გერმანიაში არ არსებობს წესრიგი.

გაოცებული ხართ, არა? მეც! გერმანიაში თითოეული მოქალაქე თავადვე უნდა აქცევდეს ყველაფერს ყურადღებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხშირად არ დადის განრიგის მიხედვით.

6. იქ მცხოვრებთა მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის ინგლისური ენა. 

7. მაღალი ფასები საცხოვრებელზე. 

8. საცხოვრებელი ფართის ქირაობა ძალიან ძნელია. 

ამასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეგვექმნა: ბერვს არ მოსწონდა ჩვენი ეროვნება, ზოგს – ჩვენი შემოსავლის ოდენობა.

9. ბინებში ყველაფრის მრიცხველებია დაყენებული.

10. მაღაზიების ფრიად უცნაური სამუშაო გრაფიკი.

კვირაობით მაღაზიები რომ არ მუშაობს, ეს მესმის. უნდა აღვნიშნო, რომ ისინი მაშინაც დაკეტილია, როცა დღესასწაულები ერთმანეთის გადაბმითაა, ეს კი ძალიან უცნაური და გაუგებარიც კია. ერთ ჯერზე ბევრი პროდუქტის ყიდვა არ ხერხდება, რადგან ბინებში ძალიან პატარა მაცივრები დგას.

ძალიან არ მომწონს ის გარემოება, რომ მაღაზიებში უამრავი ნახევარფაბრიკატი იყიდება. მაგალითად, ცოცხალი თევზის შეძენა ნადმვილად არაა მარტივი. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ისაა, რომ პროდუქტები დიდ პორციებად იყიდება ხოლმე.

11. უამრავი ძაღლი. 

გერმანიაში ძალიან უყვართ ძაღლები, მათ თითქმის ყველგან შეხვდებით. ადამიანები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ხშირად საპირეების გარეშე ასეირნებენ.

12. ადამიანები შეპყრობილები არიან სპორტით. 

ამინდის მიუხედავად, გერმანიაში ყველა დარბის. ზამთრობით ისინი თხილამურებით სრიალებენ, ასევე ველოსიპედებითაც რეგულარულად სეირნობენ.

13. გერმანიაში გიჟდებიან ფასფუდზე. 

14. ამ ქვეყანაში ძალიან ხისტი წყალია. ფილტრის გარეშე მისი დალევა არ შეიძლება. 

15. გერმანიაში არსებობს ორგანიაცია, რომელიც იუთუბს ბლოკავს. 

ადამიანებს უწევთ სხვადასხვა გზის გამონახვა და პროგრამების დაყენება იუთუბზე ვიდეოების საყურებლად.

16. უხარისხო სარეცხი საშუალებები.

17. მწეველთა დიდი რაოდენობა.

18. აქ ყველა ერთნაირად გამოიყურება. 

სხვადახვა ასაკის ქალები ატარებენ დახეულ ჯინსებს, წინდებს და პერანგებს. მათ უმრავლესობას თმა მოშვებული აქვს. მამაკაცებსაც თითქმის ერთნაირი ჩაცმულობა და ვარცხნილობა აქვთ.

19. გერმანიაში ყვავის წვრილმანობა და წუწურაქობა. 

20. კვირაობით ქუჩაში თითქმის ვერავის შენიშნავთ.

21. ბოლო დროს ქართველებს სხვადასხვა ცოდვაში ადანაშაულებენ.

22. გერმანელები საზოგადოებაში ძალიან უკულტუროდ იქცევიან. 

ისინი ხმამაღლა აცემინებენ და ახველებენ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გერმანელები მაღალ ხმაზე ლაპარაკობენ.

23. აქ უამრავი გაჭირვებული და ღატაკი ადამიანი ცხოვრობს.

24. გერმანიაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება. 

ამ ქვეყანაში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს სიმართლის გაჟღერების ეშინიათ.

25. ძალიან უცნაურად ხორციელდება ამანათების და წერილების მიტანა. 

ამ ყველაფრის ადრესატისათვის მიწოდება ხდება სამუშაო დღეებში, როცა ადამიანები სახლში არ არიან.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე