მთელი ცხოვრება დედაჩემისადმი სიძულვილი მამოძრავებდა.

3,354 views

მე ამიკო ვარ, დედაჩემს ნარგიზა ერქვა. მას მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, რის გამოც მშობელთან ერთად სადმე გამოჩენის მრცხვენოდა.

დედაჩემი სკოლაში მზარეულად მუშაობდა. ყოველთვის ისე მომქონდა თავი, თითქოს ის ჩემი მშობელი არ იყო. ერთხელ იგი ჩემს საკლასო ოთახში შემოვიდა და თანაკლასელებმა გაიგეს, რომ დედას მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა. სახლში დაბრუნების შემდეგ საშინელი სკანდალი ავტეხე.

– დედა, ჩემს საკლასო ოთახში რისთვის შემოხვედი, ბავშვების წინაშე თავს რატომ მჭრი? დღეს სირცხვილისგან ლამის ფეხქვეშ მიწა გამისკდა!

ამ შემთვევის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაუარესდა. დედას გამუდმებით ვჩაგრავდი და გულს ვტკენდი. მისი გრძნობები საერთოდ არ მაინტერესებდა, იმ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ვმუშაობდი კიდეც. საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლაზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ნატვრის ახდენა მოვახერხე. დროთა განმავლობა შევიძინე სახლი და დავოჯახდი. საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი.

ერთხელ დედა ჩამოვიდა ჩემს მოსანახულებლად. როცა ჩემმა შვილებმა ბებია დაინახეს, მისი დაცინვა დაიწყეს. ნარგიზას სახლში შემოსვლის ნება არ მივეცი და იგი გავისტუმრე. ორი თვის შემდეგ ყოფილმა თანაკლასელებმა შეხვედრა გადავწყვიტეთ. ერთად სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, შემდეგ მშობლიური კერის მოსანახულებლად გავეშურე. მეზობლებმა მითხრეს, რომ დედაჩემი ორი კვირის წინ გარდაცვლილიყო. ამ ამბავმა საერთოდ არ დამამწუხრა. თამრიკო დეიდამ მშობლის მიერ დატოვებული წერილი გადმომცა.

“გამარჯობა, ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბიჭო. გამუდმებით შენზე ვფიქრობ და უსაზღვროდ მენატრები. ცოტა ხნის წინ შევიყტვე, რომ თანაკლასელებს შეკრება გქონდათ დაგეგმილი. ბოლოს დროს ხშირად ავადვმყოფობ, ამიტომ არ ვიცი, ცოცხალს მომისწრებ თუ არა.

ვწუხვარ, რომ ჩემს გამო მუდამ სირცხვილს გრძნობდი. შენთვის სიმართლის მოყოლა მინდა: ბავშვობაში უბედური შემთხვევის შედეგად ცალი თვალი დაკარგე. არ მინდოდა, რომ დასახიჩრებულიყავი, ამიტომ ჩემი თვალი გადაგინერგე. მიხარია, რომ ახლა სამყაროს სრულფასოვნად აღიქვამ. გახსოვდეს, რომ ყოველთვის მიყვარდი”.

ამ წერილის კითხვისას ცრემლები წამსკდა. თავს დარცხვენილად ვგრძნობდი. სამწუხაროდ, სიკვდილმა წამართვა მშობელი და მისთვის ბოდიშის მოხდის შესაძლებლობაც დავკარგე. ვნანობ, რომ უკვე ვეღარაფერს გამოვასწორებ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე