ეჰ, რაოდენ მწყდება გული, რომ თანამედროვე სკოლებმა უწინდელი სახე დაკარგეს.

89 views

ხშირად ვიხსნებ ჩემი სკოლის წლებს, მინდა გაგიზიაროთ საკუთარი მოგონებები.

სკოლაში 1965 წელს შევედი. კლასში 39 ბავშვი ვსწავლობდით, სულ სამი პარალელური ჯგუფი ვიყავით. პირველ კლასში უკვე ვიცოდი წერა-კითხვა და ანგარიში. მკაცრი, თუმცა სამართლიანი მასწავლებლები გვყავდა. ისინი მოსწავლეებს ხმის აწევით არასოდეს მიმართავდნენ. მოსწავლეებიც ყოველთვის მაგალითს ვიღებდით ჩვენი პედაგოგებისგან. მათ შრომას პატივს ვცემდით, ამას მშობლები გვასწავლიდნენ. მასწავლებლებს ყოველთვის ვუჯერებდით და სასწავლო პროცესისადმი სერიოზული დამოკიდებულება გვქონდა.

ჯერ კიდევ დაბალი კლასებიდან მოყოლებული, ბავშვები ჩართულები ვიყავით სოციალურ ცხოვრებაში, უარმავი ვალდებულება გვქონდა დაკისრებული. პარალელური ჯგუფები სწავლაში ყოველთვის ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. სკოლაში საშუალო კლასებში მაქსიმალურად გვამზადებდნენ ზრდასრული ცხოვრებისათვის. გოგონებს საჭმლის მომზადებას და ქსოვას ასწავლიდნენ, ბიჭებს კი – სხვადასხვა ხელსაქმეს.

სკოლაში მაღალკლასელები პატარებს არასოდეს ჩაგრავდნენ, ფულის წართმევაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ბუფეტში ყოველთვის შეიძლებოდა რაიმე გემრიელობის ყიდვა. ბავშვებს სწავლა გვაინტერესებდა, ხშირად ვაწყობდით სხვადასხვა სპექტაკლს თუ კარნავალს.

სასწავლებელში მოსწავლეები თითქმის საერთოდ არ ჩხუბობდნენ. ნიშნები მაქიმალური სიმკაცრით იწერებოდა, ამიტომ ატესტატის აღება მეცადინეობის გარეშე შეუძლებელი იყო. მასწავლებლები მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტოვებდნენ და სასწავლო მასალას ხელმეორედ უხსნიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგები ამას უსასყიდლოდ აკეთებდნენ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე