საკუთარი ინვალიდი შვილი სკოლა-ინტერნატში შევიყვანე. იგი ყველას გვიშლის ხელს ნორმალურად ცხოვრებაში.

349 views

მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი და განკითხვის ღირსი არ ვარ. მოგიყვებით ჩემს ცხოვრებასა და გასაჭირზე. შესაძლოა, გამიგოთ და მიხვდეთ, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა.

მარტო დავრჩი ორ შვილთან ერთად, ჩემი მეორე ვაჟი ინვალიდია. მეუღლე სამი წლის დამეღუპა სამსახურში. დარწმუნებული ვარ, რომ მან ასეთ ცხოვრებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გიორგი უბრალოდ დანებდა, მას აღარ შესწევდა ძალა, რომ ხეიბარი შვილისათვის მოევლო.

ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში ექიმმა გვითხრა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შეგვეძინებოდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შვილის მოვლა ასე ძალიან გაგვიჭირდებოდა.

სანდრო ვერ იაზრებს ვერც საკუთარ და ვერც გარშემომყოფების ვინაობებს. ის არ რეაგირებს არც ტკივილზე, არც ხმაურზე და არც შეხებაზე. სანდრო მილით იკვებება და მას ტრაქეოსტომა აქვს გაკეთებული, რაც სუნთქვის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვი საერთოდ არ გამოსცემს ხმებს.

უკვე გამომეცალა ყველანაირი ძალა, ასეთ მდგომარეობაში შვილის ყურება და მისი მოვლა აღარ შემიძლია. ჩემთვის მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სანდრომ ქმარი წამართვა, ახლა კი იგი მე და ჩემს მეორე ვაჟს სიცოცხლეს გვიმწარებს.

სანდროს გადამკიდე სამსახურში მოწყობას ვერ ვახერხებ. ერთხელ ყური მოვკარი, თუ როგორ მიმართავდა ჩემი უფროსი ვაჟი უმცროსს: “მეზიზღები! შენს გამო მამა დავკარგე! როდის მოკვდები და დაგვასვენებ?! შენი ბრალია, რომ სახლში მეგობრებსაც კი ვერ ვპატიჟებ! სიცოცხლე ჩამიშხამე!”

მთელი ღამე ვტიროდი, დილით კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ სანდრო სკოლა-ინტერნატში შემეყვანა.

თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე