რაღაცებს ვყიდულობდი, როცა ჩემს შორიახლოს თვალი მოვკარი დედას თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად.

665 views

ამას წინათ ერთი ისტორია შემემთხვა. მაღაზიაში რაღაცებს ვყიდულობდი, როცა შორიახლოს შევამჩნიე დედა თავის პატარა ქალიშვილთან ერთად, რომელსაც სასაცილო ყვითელი ქუდი ეხურა. ცხადი იყო, რომ გოგონას რაღაც უნდოდა, თუმცა მშობელს ფული არ ჰქონდა. ის ბავშვი გულწრფელად შემეცოდა.

დედა სააქციო პროდუქტებს ათვალიერებდა, რა დროსაც გოგონამ ხელში ფლომასტერების შეკვრა აიღო, დახედა, შემდეგ კი ადგილზე დააბრუნა. ბავშვი ისეთი სევდიანი თვალებით იყურებოდა, რომ ლამის ავტირდი. დედა ქალიშვილთან მივიდა და უთხრა:

– მაპატიე, მაგრამ ვერაფერს გიყიდი, ძალიან ცოტა ფულის მაქვს დარჩენილი.

გოგონამ უხმოდ დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად. დიდხანს არ მიფიქრია, დახლთან მივედი, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, სახატავი ალბომი, სტიკერები და პლასტილინი ავიღე.

როცა სალაროსთან მივედი, დავფიქრდი: როგორ მიმეცა გოგონასთვის ეს ყველაფერი ისე, რომ დედამისი არ გამენაწყენინებინა?

საკუთარი პრობლემა გამყიდველს ვუამბე. ის საოცარი გამომგონებლური ნიჭის პატრონი აღმოჩნდა. მან მოიფიქრა, რომ თითქოს მაღაზიაში ტარდებოდა აქცია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებსაც ერთი ყვითელი ნივთი მაინც ჰქონდათ. როცა დედა-შვილი სალაროს მიუხალოვდა, მოლარემ მათ მოგონილი აქციის შესახებ უამბო და ბავშვს საჩუქრებით სავსე პარკი გადასცა. გოგონას და დედამისის გაოცებას და იმავდროულ სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. იმ მომენტში საოცარი სულიერი კმაყოფილება ვიგრძენი.

შინ ვბრუნდებოდი, ამ დროს კი ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც სამი წლის წინ გადამხდა თავს. ჩემი ცხოვრება მაშინ სავსე იყო უსიამოვნებებით: სამსახურიდან დამითხოვეს, ფულის არქონის გამო კი ნაქირავები ბინიდანაც გამომაგდეს. პარკში ვიჯექი და ვტიროდი. როცა ცოტათი დავმშვიდდი, იქვე მდგარ ერთ ჯიხურში უკანასკნელი ფულით ლატარეის ბილეთი შევიძინე. თითქოს რაღაც უხილავმა და ზებუნებრივმა ძალამ მაიძულა ამის გაკეთება. სასწაულიც მოხდა: საკმაოდ სოლიდური თანხა მოვიგე.

იმ ფულის თავი შევინახე, ვიდრე ახალ სამსახურში არ მოვეწყვე. ამ ისტორიით იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში სასწაულები ხდება და ეს საოცრებაა!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე