მამაკაცმა, რომლის გვერდით მრავალი წელი ვიცხოვრე, მიღალატა და დამამცირა. ახლა კი მას ჩემთან დაბრუნება უნდა.

178 views

მე ოლიკო მქვია, მინდა მოგითხროთ ჩემი ცხოვრების შესახებ.

ოცი წლის ასაკში გავთხოვდი, მეუღლე ძალიან მიყვარდა. ნიკოლოზი სამხადრო იყო. ჩვენ 26-წლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს. შვილებს უმეტესად მარტო ვზრდიდი, რადგან ქმარი სულ მსახურობდა. მოგვიანებით ნიკოზმა თავისი სამხედრო კარიერა დაასრულა და ჯარისგან გაითავისუფლა თავი. ცხოვრებაში მძიმე დრო დაგვიდგა, თუმცა გაჭირვებამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ურთიერთბა.

გარკვეული ხნის შემდეგ ნიკოლოზს, როგორც იქნა, გაუმართლა და მას კარგი შემოსავლის მქონე ბიზნესი აეწყო. საბერძნეთსა და თურქეთში დასასვენებლად ხშირად მივემგზავრებოდით ხოლმე, ნიკოლოზმა ძვირიანი მანქანა შეიძინა. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე დიდ დროს ატარებდა აბანოებსა და სამიკიტნოებში მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარემოცვაში. როცა ქმრის წინაშე აღშფოთებას გამოვხატავდი, ნიკოლოზი ხმის ჩაკმენდას მთხოვდა და დაყვედრებით მეუბნებოდა, რომ მისი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი იმის გამო, რომ იგი მარჩენდა და სახლიდან წიხლისკვრით არ მაგდებდა.

ორი შვილი გვყავდა, ისინი კერძო სკოლაში იღებდნენ განათლებას, სწავლის საფარსურს კი ნიკოლოზი იხდიდა. აქედან გამომდინარე გაჩუმება ვარჩიე. მოგვიანებით ნიკოლოზმა ჩემი მიტოვება განიზრახა. მან ახალგაზრდა საყვარელში გამცვალა.

განქორწინების შემდეგ მეუღლემ ქალაქის ბინა დამიტოვა, იგი შვილებს ფინანსურად ეხმარებოდა, მე კი საკუთარი ცხოვრებიდან ამომშალა. სიმართლე გითხრათ, ამას დიდად არც განვიცდიდი.

შემდეგ ერთ ღირსეული მამაკაცი გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა და შეხვედრა დავიწყეთ. იმ დროისათვის 56 წლის ვიყავი და ყველანარიად ვცდილობდი, რომ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდული შესახედაობა მქონოდა. საერთო მეგობრებისგან შევიტყვე, რომ ნიკოლოზს ვაჟი შეეძინა.

გავიდა 7 წელი. საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. რამდენიმე კვირის წინ კი ყოფილმა ქმარმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ნიკოლოზი თავიდა ვერც კი ვიცანი, ის ძალიან დაბერებული მომეჩვენა. იგი საცოდავად გამოიყურებოდა. როგორც გაირკვა, იგი ავადმყოფობდა და მას ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

ახალგაზრდა ცოლი ნიკოლოზთან განქორწინებას აპირებდა, იგი სასამართლოს გზით ჩემი ყოფილი მეუღლის ქონების დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება ჰქონდა განზრახული. ჩემდა გასაკვირად, ნიკოლოზმა ურთიერთობის აღდგენა მთხოვა. მან გულწრფელად მომიხადა ბოდიში და მითხრა, რომ მის მიერ ჩადენილი საშინელი შეცდომა გაიაზრა. ერთი მხრივ, ნიკოლოზის მიმართ კვლავ ბრაზს ვგრძნობდი იმის გამო, რომ წლების წინ მან გული მატკინა და დამამაცირა. მეორე მხრივ, ჯერ კიდევ მახსოვდა ჩვენი მრავალწლიანი ცოლ-ქმრული ცხოვრება და სიყვარულით სავსე წლები.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ნიკოლოზს ვუთხარი, რომ დრო დამჭირდებოდა მოსაფიქრებლად. შესაძლოა, უმჯობესიც იყოს, რომ ყოფილ მეუღლეს ვაპატიო და იგი უკან მივიღო?! მგონია, რომ ნიკოლოზის ღალატის დავიწყებას ვერასოდეს შევძლებ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე