ირინა ცდილობს, რომ შვილები თვეში ოთხას ლარად არჩინოს. იგი საერთოდ არ მებრალება.

253 views

ახლა 34 წლის ვარ. გავიაზრე, რომ ადამიანს ნამდვილად შეუძლია შეიცვალოს ცხოვრება საკუთარი სურვილისამებრ და ამ მიზნის მიღწევაში მხოლოდ მას შესწევს ძალა, რომ დაეხმაროს თავის თავს.

პიროვნების ცხოვრება უკეთესობისაკენ გარდაქმნას მაშინ დაიწყებს, როცა იგი ამის საჭიროებას დაინახავს და გარკვეულ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

მინდა ერთი ჩემი ნაცნობის შესახებ გიამბოთ. ირინას ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. მარტოხელა დედა ქმარს შარშან დაშორდა. გოგა ხშირად სვამდა და ცოლისკენ ხელითაც კი იწევდა.

ირინას ყოფილი ქმრისგან ალიმენტი არ მოუთხოვია. ამაყი ქალი თვლიდა, რომ შვილებს მარტო შეინახავდა. ირინას პენსიონერი დედა ფულით შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. მშობელი ქალიშვილს მასთან გადასვლას სთხოვდა, ამგვარად ისინი უფრო ეკონომიურად იცხოვრებდნენ. ირინა კვლავ სიამაყეს იჩენდა და დედის შემოთავაზებას არ თანხმდებოდა.

ირინა არსად მუშაობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბავშვებს ბაღიდან ვეღარავინ გამოიყვანს. ამასთან, მარტოხელა დედის დაუსაქმებლობის მიზეზი მისი გაუნათლებლობაცაა. ამაყი ირინა კი დამლაგებლად ან მეეზოვედ მუშაობას კი არ კადრულობს.

გოგა ოფიციალურად მუშაობს. მას შეუძლია ალიმენტის გადახდა, თუმცა ირინას ეს არ სურს. ვერ ვხვდები, თუ რატომ ტანჯავს იგი თავის შვილებს. ირინასთვის ხშირად მითქვამს, რომ ბავშვებს ხელი მოჰკიდოს და დედასთან გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში იგი მუშაობასაც შეძლებს, თუმცა ის სასტიკ უარზეა.

უკვე მომბეზრდა, რომ ირინა გამუმდებით უჩივის თავის მძიმე ცხოვრებას. ის საერთოდ არ მებრალება, რადგან ძალით იუბედურებს თავს. ირინა არაფერს აკეთებს საკუთარი ყოფის უკეთებოსკენ შესაცვლელად.

ირინა ტყუილად ელოდება სასწაულის მოხდენას. ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე