ჩემს მეორე ქმარს არაფერი ვუთხარი იმის შესახებ, რომ ჩემს საკუთრებაში კიდევ ერთი ბინა იყო.

5,364 views

მე ნათია ვარ. როცა გაგას დავშორდი, ჩვენი ბიჭუნა მხოლოდ ოთხი წლის იყო. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ საყვარელი გიაჩინა, სწორედ ეს გახდა ჩვენი განქორწინების მიზეზი.

გაგას ჩვენი ვაჟი არ დავიწყებია. მოგვიანებით იგი ცოლთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც მათ ქალიშვილი შეეძნათ. ცოლ-ქმარი ბიზნესით დაკავდა და საკმაოდ წარმატებულადაც. როცა ანტონი წამოიზარდა, გაგამ იგი სტუმრად დაპატიჟა. ჩვენს ვაჟს იტალიაში ცხოვრება ძალიან მოეწონა და ის იქ დარჩა. დედამთილის გარდაცვალების შემდეგ ბინა ჩემს შვილს ერგო მემკვიდრეობით. ანტონმა მისი გაქირავების ნება მომცა. ვაჟი ხშირად მთავაზობდა იტალიაში საცხოვრებლად გადასვლას, თუმცა მე თავს ვიკავებდი.

ერთი მამაკაცი გავიცანი, ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა და შეხვედრა დავიწყეთ. ანდროს მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, თუმცა მას ფულის დაზოგვა არ შეეძლო. იგი უამრავ უსარგებლო ნივთს ყიდულობდა, რადგან წამიერ სურვილებს იყო აყოლილი. აქედან გამომდინარე, მეუღლეს არ გავუმხილე, რომ კიდევ ერთი ბინა მქონდა, რომელსაც ვაქირავებდი. ასევე ქმარს ჩემი დანაზოგის შესახებაც დავუმალე.

ერთხელ ანდროს ვაჟი გვესტუმრა, რომელსაც ავტომობილის შესაძენად ფული აკლდებოდა. მან გვთხოვა, რომ მისთვის თანხა გვესესხებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუკა გვატყუებდა, ამიტომ მას ხელი არ გავუმართე.

რამდენიმე თვეში დეიდაშილმა დამირეკა და მითხრა, რომ ქალშვილი ჰყავდა ავად და სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული ოპერაციისათვის. რა თქმა უნდა, მას მაშინვე დავეხმარე ფინანსურად.

როცა ეს ამბავი ანდრომ გაიგო, მან სკანდალი მოაყწო.

– ესე იგი, ჩემს ვაჟს ფული არ ასესხე! შენი დეიდაშვილისათვის კი თანხა არ დაგენანა! არადა, ახლა ერთი ოჯახი ვართ!

ვეცადე, რომ ანდროსთვის ყველაფერი ამეხსნა, თუმცა მას ჩემი ხმის გაგონებაც კი არ სურდა. გარკვეული ხნის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. სრული უფლება მაქვს, რომ ჩემი თანხა საკუთარი სურვილისამებრ განვკარგო.

ლუკამ კი თავისი ფინანსური პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე