უარი ვთქვი მძახლების სტუმრად მიღებაზე, რომლებსაც ჩვენთან უფასოდ დასვენება მოუნდათ.

68.5k views

მე და ბონდომ ჩემი მშბლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ მიწის ნაკვეთი და ძველი სახლი სანაპიროზე. იმ დროისათვის ორივე პენსიაზე ვიყავით გასულები, ამიტომ საცხოვრებლად იქ გადასვლა გადავწყვიტეთ. მიწის ნაკვეთი დავამუშავეთ, სახლი კი გავარემონტეთ.

მე და ბონდომ იქაურობის მოწესრიგებას 10 წელი დავახარჯეთ. სახლში მანსარდაც კი გავაკეთეთ, ასევე ეზოც გავამწვანეთ. გარკვეული ხნის შემდეგ მეზობლად მდებარე ნაკვეთი შევისყიდეთ და იქ რამდენიმე სახლი ავაშენეთ, რომლებიც დამსვენებელთათვის უნდა მიგვექირავებინა. სტუმრებისათვის კომფორტული პირობების შესაქმნელად ხარისხიანი ავეჯი და ტექნიკაც კი შევიძინეთ.

დამატებითი მოგების მისაღებად დამსვენებლებს კერძებსაც ვუმზადებდი. დროთა განმავლობაში მუდმივი კლიენტებიც შევიძინეთ. მოკლედ, ჩვენი კოტეჯების ნომრები ყოველთვის დაკავებული იყო. აუარებელი სამუშაო გვქონდა. მე და ბონდო ყველაფერთან ერთად ქალიშვილს და სიძეს იპოთეკური სესხის გასტუმრებაშიც კი ვეხმარებოდით. ირინა და დემე ხშირად გვსტუმრობდნენ და შვილიშვილს გვიტოვებდნენ ხოლმე.

ამას წინათ ქალიშვილი დამიკავშირდა და მაცნობა, რომ იგი ქმარ-შვილთან ერთად თურქეთში მიემგზავრებოდა დასასვენებლად. სამაგიეროდ, ჩვენთან მთელი ზაფხულით მძახლები აპირებდნენ ჩამოსვლას.

ირინამ მთხოვა, რომ დემეს მშობლებს კარგად დავხვედროდით. მე და ბონდოს მძახლები უნდა შეგვესახლებინა ერთ-ერთ კოტეჯში, დაგვეპურებინა და ექსკურსიებზეც გვეტარებინა, თანაც, ეს ყველაფერი უფასოდ. ზაფხულობით ძალიან შრომატევადი პერიოდი გვაქვს, სიძის დედ-მამის გასართობად ნამდვილად არ გვცალია. მძახლები ბოლოს ქალიშვილის ქორწილზე ვნახე, მათ ერთხელაც კი არ გამოუწვდიათ ჩვენთვის დახმარების ხელი.

ქალიშვილს განვუცხადე, რომ მძახლები გვერდში უნდა ამოგვდგომოდნენ. ირინას ჩემზე გული მოუვიდა, მან მერკანტილური და ძუნწი ადამიანი მიწოდა. ჩემი გოგონას თქმით, მისი ოჯახის დანგრევა მქონდა განზრახული. რატომ არ სურს ირინას იმის გაგება, რომ მძახლების გასართობად არ გვცალია? ვერ ვხვდები, მან წინასწარ რატომ არ გვკითხა ნებართვა, ვიდრე ჩემი და ბონდოს ნაცვლად მიიღებდა გადაწყვეტილებას?

არ ვაპირებ, რომ ქალიშვილს და სიძეს პატიება ვთხოვო, მათ ჩვენზეც უნდა ეფიქრათ. არ ვიცი, როგორ სჯობს მოქცევა. რაიმე რჩევას ხომ ვერ მომცემთ?

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე