მე ვაჩე ვარ, მყავს მეუღლე და ქალიშვილი. ნიასთან 15-წლიანი თანაცხოვრება მაკავშირებს. ყოველთვის საკმარისად ვშოულობდი ფულს და ვინახავდი ოჯახს.
ნიას გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობდი და მეგონა, რომ მასაც ყველაფერი აკმაყოფილებდა. ჩემი ცოლი იშვიათად მუშაობდა, მას ამას არც ვავალებდი. ნორმალური ანაზღაურება მქონდა, რომელიც ყველას გვყოფნიდა. მოგვიანებით ნია მაღაზიაში დასაქმდა, ქალთა კოლექტივში ყოფნა ჩემს მეუღლეს ძალიან მოსოწნდა. ერთხელ ნიამ მითხრა, რომ თანამშრომლის დაბადების აღსანიშნავად კაფეში მიდიოდა.
მეუღლეს ყოველთვის ვენდობოდი, რადგან იგი კეთილგონივრულად იქცეოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კაფეში წასვლა ჩვენს ოჯახს დაანგრევდა. არ მომეწონა, რომ ნია შინ ღამის სამ საათზე დაბრუნდა. მას ცოტათი გავუჯავრდი, თუმცა სკანდალი არ მომიწყვია. რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ ნია ძალიან შეიცვალა. იგი მუდმივად უკმაყოფილო იყო ჩემი ნათქვავითა თუ საქციელით. ცოლის სრულიად სხვაგვარ ქცევას ვიყავი შეჩვეული, ამიტომაც მაშინვე ვიეჭვე, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
ერთ თვეში მეუღლე გამომიტყდა, რომ თანამშრომლის დაბადების დღეზე კაფეში გაიცნო მამაკაცი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. მე და ნია განვქორწინდით. ნახევარი წლის შემდეგ მან დამირეკა და პატიება მთხოვა, ყოფილ ცოლს ჩემთან დაბრუნება ეწადა. მას ღალატი ვერ ვაპატიე. მოგვიანებით ღირსეულ ქალს შევხვდი და ის ცოლად მოვიყვანე. ამას წინათ ვაჟი შეგვეძინა, ახლა უბედნიერესი მშობლები ვართ.