უკვე ათი წელი გავიდა, რაც მამამ ერთ ბიჭს სთხოვა, რომ გარკვეული ხნით თავისი ვაჟისათვის თავშესაფარი მიეჩინა.

3.1k views

როცა ჩვენს ბიჭუნას 10 წელი შეუსრულდა, იგი თავის მეგობრებთან ერთად ჯერ კინოში, შემდეგ კი პიცერიაში წავიყვანეთ, ბოლოს კი ბავშვები ჩვენთან დარჩნენ ღამისთევით. ჩემი ვაჟი ძალიან მიყვარს და მისი სიხარული მაბედნიერებს.

მოულოდნელად თორნიკეს ერთმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: “ნეტავ, დედაჩემი თქვენ გგავდეთ, მას საერთოდ არ ვუყვარვარ”. მიშიკოს ჩავეკითხე, მსგავსი რამ საიდან მოიტანა. ბიჭუნამ კი მომიგო: “ერთხელ დედამ მიმატოვა და მას შემდეგ იგი თვალით არ მინახავს”.

როგორც გაირკვა, მიშიკო მამასთან ერთად ცხოვრობდა. დედამისს ჩამორთმეული ჰქონდა მშობლის უფლებები, რადგან იგი ლოთი და ნარკომანი იყო.

მიშიკოს მამა განსაკთრებული სითბოთი და მზრუნველობით არ ეპყრობოდა. ამასთან, ისინი მამუკას მეგობარ ქალთან ცხოვრობდნენ, რომელიც ბაშვებზე დიდად არ გიჟდებოდა. შესაბამისად, ბიჭუნას იატაკზე ეძინა, რადგან მისთვის ერთი დივანი ან საწოლი არ გამოიძებნა. მიშიკომ მომიყვა, რომ სკოლის კიბეებზე გვიანობამდე ელოდა, ვიდრე მამა მივიდოდა მის წამოსაყვანად. ბიჭუნას მონაყოლმა შოკირებული დამტოვა. იმ დღიდან მოყოლებული, მიშიკო თორნიკესთან ერთად სკოლიდან გამომყავს, ბავშვებს ვაჭმევ და გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარები.

ცოტა ხანში მამუკამ მთხოვა, რომ დროებით მიშიკოსთვის თავშესაფარი მიმეჩინა, ვიდრე იგი ბინას არ იქირავებდა. მამაკაცმა ბაშვის ტანსაცმელი ნაგვის პარკით მომიტანა. რასაკვირველია, წამითაც არ დავფიქრებულვარ და მიშიკო შევიკედლე. ბიჭუნას დედობას ვუწევდი და იგი ყოველთვის ღვიძლი შვილივით მიყვარდა.

ახლა მიშიკო 20 წლისაა, მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. იგი უნივერსიტეტში სწავლობს და სტიპენდიასაც იღებს. უსაზღვრდო მიხარია, რომ შესანიშნავი ახალგაზრდა აღვზარდე, მიშიკო მხიარული, კეთილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ადამიანია.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე