შვილები წლების განმავლობაში არ ჩადიოდინენ დედის მოსანახულებლად, ისინი მშობლის დაკრძალვაზეც კი არ გამოჩნდნენ.

9.2k views

ქალბატონი ეკა ძალიან ამაყობდა თავისი შვილები. მისი ქალიშვილი საგარეო საქმეთა სამინისიტროში მუშაობდა და ოთხი ენა იცოდა. იგი თბილისში ბევრ გავლენიან ადამიანს იცნობდა.

ქალბატონი ეკას ვაჟი საზღვაო კაპიტანი იყო. დედას სახლში ყველგან ჩარჩოში ჩასმული შვილები ფოტოები ეკიდა. იგი ყველას დიდი სიამაყით უყვებოდა მისი ვაჟისა და ქალიშვილის შესახებ.

უკვე შვიდი წელი იყო გასული, რაც ირინა დედასთან არ ჩასულა. იგი სულ დაკავებული იყო, რადგან მის გარეშე მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოს ურთიერთობები კრახს განიცდიდა. ბონდოსაც იშვიათად რჩებოდა თავისუფალი დრო, იგი სულ ზღვაში იყო.

ბოლო სამი წელი ქალბატონი ეკა მძიმედ ავადმყოფობდა. მასთან კვირაში 2-3-ჯერ დისშვილი ჩადიოდა ხოლმე, რომელიც დეიდას ყველაფერში ეხმარებოდა.

საბრალო მოხუცი ისე გარდაიცვალა, რომ სიკვდილის წინ შვილები თვალით ვერ იხილა და მათ პირადად ვერ გამოემშვიდობა. ვერც ბონდო და ვერ ირინა მშობლის დაკრძალვაზე ვერ მივიდნენ. მათ დეიდაშვილს თანხა გაუგზავნეს, თუმცა ანიტამ მათ ფული უკან დაუბრუნა, რადგან დეიდამისს სიცოცხლეშივე ჰქონდა გაკეთებული დანაზოგი.

დაკრძალვის შემდეგ ირინა და ბონდო ანიტას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დედისათვის ძვირფასი საფლავის ქვა გაებარებინათ ცნობილ მოქანდაკესთან. დეიდაშვილს მათთვის არაფერი უპასუხია. ნუთუ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ქალბატონი ეკასთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შვილების დანახვა, მათთან ჩახუტება და დალაპარაკება იყო?!

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე