ახლა მამაჩემი ძალიან ნანობს, რომ 20 წლის წინ დედა მიატოვა.

768 views

1995 წელს დავიბადე. ჩემი მშობლები იმ დროს 20 წლისები იყვნენ. არც ერთი მათგანი არ აპირებდა ასეთ ადრეულ ასაკში დაქორწინებას. ამასთან, მათ ოჯახებს საკმაოდ მკაცრი ზნეობრივი საფუძვლები ჰქონდა. დედა დაფეხმძიმდა და ამიტომ ახალგაზრდებმა ჯვარი დაიწერეს.

სიყვარული და ვნება ერთ მომენტში სადღაც გაქრა. დედა მშობიარობისათვის ემზადებოდა, მამას კი თანატოლებთან ერთდ გულავი და დროსტარება უნდოდა. ჩემი გაჩენის შემდგომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. მამას გონებაში უკანდახევის გეგმა ესახებოდა. მან შესაფერისი მიზეზის ძიება დაიწყო, რასაც 2 წელი დასჭირდა.

როცა 5 წლის ვიყავი, მამიკოს მეგობარი გვესტუმრა. ერთი შეხედვით, მიშიკო ბიძია წესიერი და მოკრძალებული კაცი ჩანდა. როგორც კი იგი ერთ ჭიქა ღვინოს დალევდა, მას მაშინვე ეთიშებოდა გონება. მამამ ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა, მან მეგობარი დაათრო და თავის საწოლში ჩააწვინა. დილით ჩვენს ოჯახში საშინელი სკანდალი დატრიალტა. მამამ დედას ღალატში დაადანაშაულა. საბოლოო ჯამში, ჩემი მშობლები განქორწინდნენ.

ჩვენდა გასაოცრად, მიშიკო ბიძია მართლა პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა. მან მე და დედა თავის სახლში წაგვიყვანა.

90-იანი წლები იდგა, საბჭოთა კავშირი დაშლილიყო და ხალხს საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება. მიშიკო ბიძია თბილისში დადიოდა სამუშაოდ. როცა ის ჩამოდიოდა, ჩვენთვის უამრავი საჩუქარი ჩამოჰქონდა, შესაბამისად, ჩემი და დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა იშვიათად მნახულობდა ხოლმე, ბოლოს კი იგი საერთოდ გაქრა. როცა ბებო გვსტუმრობდა ხოლმე, ის დედაჩემის მიმართ სიბრალულს იჩენდა და ამბობდა, რომ სამომავლოდ ძალიან გაგვიჭირდებოდა. მეგონა, რომ მალე შიმშილით დავიხოცებოდით.

საბედნიეროდ, ჩვენს ცხოვრებაში ასეთი მძიმე დრო არ დამდგარა. გარკვეული ხნის შემდეგ მამა მაწანწალას დაემსგავსა, მას წესიერი ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა. ერთხელ ჩემმა მშობელმა ფეხი დაიშავა და მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ქირურგიული ჩარევის ხარჯები მიშიკო ბიძიამ დაფარა, დედას კი ყოველდღიურად მიჰქონდა საჭმელი მამისათვის. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ჩვენთნ ცხოვრობდა, რადგან დამოუკიდებლად საკუთარი თავის მოვლა არ შეეძლო.

მშობლების განქორწინებიდან 20 წელი გავიდა. მამასთან პერიოდულად მაქვს ხოლმე ურთიერთობა. უნდა აღვნიშნო, რომ იგი საოცრად ცნობისმოყვარეა:

“- შვილო, ამ ზაფხულს სად დაისვენეთ?

– მიშიკო და დედაშენი ხშირად ჩხუბობენ?

– საინტერესოა, მათ დღემდე რატომ არ ჰყავთ შვილები?! მიშიკო უნაყოფოა? ”

მამას მოკლე ფრაზებით ვპასუხობ ხოლმე. არ მინდა, რომ მშობელს გული ვატკინო. მისგან განსხვავებით, მიშიკო ბიძიამ ყველაფერს მიაღწია ცხოვრებაში, მან თვითრეალიზება მოახდინა. მამა ვერ ახერხებს სიმართლისათვის თვალის გასწორებას და იმის აღიარებას, რომ მან საკუთარი ხელით დაანგრია თავისი ოჯახი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე