თავაზიანად ვითხოვე, რომ ბავშვის ეტლი დერეფნიდან მოეშორებინათ, ასე შევეჩეხე უკმეხობას და უმეცრებას.

402 views

მოცემული ისტორია ჩემი მეგობრისგან გავიგე. იგი საერთო ბინის მე-2 სართულზე ცხოვრობს, სწორედ მის სადარბაზოშია განთავსებული საფოსტო ყუთები, ყოველ დილით ფოსტალიონი იქ ანაწილებს კორესპონდენციას.

რემონტის შემდეგ მეგობრის საფოსტო ყუთს ოდნავ შეუცვალეს ადგილი და იგი ცალკე კუთხეში ჩამოკიდეს. ასევე მე-2 სართულზე გადის გათბობის მილები. რადმენიმე კვირის წინ კი იმ სადარბაზოში ვიღაცამ საბავშვო ეტლის დატოვება დაიწყო. მას ისე დგამდნენ, რომ იგი ჩემს მეგობარს საფოსთო ყუთამდე მისასვლელ გზას უღობავდა. ნინიკომ დაიწყო იმის გამორკევა, თუ ვისი იყო ის საბავშვო ეტლი.

გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ პირველ სართულზე დასახლდა ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. სწორედ ისინი იყვნენ იმ საბავშვო ეტლის მესაკუთრეები. ნინიკო გაკვირვეული იყო, თუ როგორ არ ეზარებოდათ მეზობლებს იმხელა რაღაცის მეორე სართულზე თრევა.

ჩემი მეგობარი ახალგაზრდებს დაელაპარაკა და მათ სთხოვა, რომ ის საბავშვო ეტლი მის დერეფანში აღარ დაეტოვებინათ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ის ისე დაეყენებინათ, რომ გასასვლელი არ გადაეღობათ. მამაკაცმა ნინიკოს ასეთი პასუხი გასცა:

– ესე იგი, ჩემს ეტლს წამდაუწუმ თქვენ გადაადგილებდით ხოლმე, არა? თქვენს გამო სპეციალური დასაბმელი ტროსის ყიდვა დამჭირდა. საერთოდ არ ვაპირებ მის სადმე გადატანას.

ნინიკომ თავისი მისამართით არაერთი უხამსი სიტყვა მოისმინა. მეზობლის თქმით, მას სრული უფლება ჰქონდა, ეტლი იქ დაეყენებინა, სადაც საჭიროდ ჩათვლიდა. აი, ასეთ ვითარებაში გაიცნო ჩემმა მეგობარმა თავისი ბინის ახალი მაცხოვრებლები.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე