ბიძაჩემი ბოლომდე იბრძოდა ჩემი ბინის დასაუფლებლად, ხოლო დედინაცვალი ჩემზე მეურვეობის მოსაპოვებლად.

756 views

10 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. მამაჩემი მანამდეც სვამდა, თუმცა მეუღლის დაღუპვის შემდგომ ამისათვის ერთობ წონიანი არგუმენტი ჰქონდა.

უნდა ვაღიარო, რომ იგი ცუდად არ მეპყრობოდა, პირიქით, შეძლებისდაგვარად ცდილობდა კიდეც, რომ ჩემზე ეზრუნა. მშობელი ხშირად წამომაყვედრებდა ხოლმე: “მადლობელი იყავი, რომ ბავშვთა სახლში არ ამოგაყოფინე თავი”. დედაჩემის ორმოციც კი არ იყო ჯერ გასული, როცა ჩვენს ოჯახში მამაჩემის პირველი საყვარელი გამოჩნდა. ისინი ლოთობდნენ და ღამ-ღამობით დროს ხალისიანად ატარებდნენ. ზოგადად, მამა ქალებს ხელთათმანებივით იცვლიდა.

ასე გავიდა 4 წელიწადი. ერთხელ მამამ სახლში ლიკა დეიდა მოიყვანა. ის ნამდვილი ლედი იყო! ვერ ვხვდები, ასეთმა მანდილოსანმა ჩემს მშობელთან როგორ დაიჭირა ურთიერთობა. ქალბატონი ლიკა იყო მაღალი და ტანწვრილი, განათლებული, თავაზიანი, მუდამ მომღიმარი და შრომისმოყვარე. მან ჩვენთან 5 თვე დაჰყო, მოგვიანებით კი მამა გალოთდა. ცხადი იყო, რომ ლიკა დეიდას მოთმინება თანდათან ეწურებოდა. სიმართლე გითხრათ, ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით, მისი შეყვარებაც კი მოვასწარი და საპასუხოდაც იგივეს ვგრძნობდი. დრო გადიოდა, მამაჩემის საშველი კი არა და არ დგებოდა. ჩვენ ყველაფერს მორჩილად ვითმენდით.

ძალინა მიყვარდა ლიკა დეიდასთვის ჩემი სიზმრების მოყოლა. ერთ საღამოს ორივენი ნამცხვრის მომზადებით ვიყავით თავშექცეულები. მამა სახლში არ იყო, შესაბამისად, სიწყნარით ვტკებოდით, ვიდრე კარზე ზარის ხმა არ გაისმა. პოლიციის თანამშრომლებმა შეგვატყობინეს, რომ მამა სასიკვდილოდ დაჭრეს დებოშის დროს.

დაკრძალვაზე მამის მხრიდან არავინ მოვიდა, ნათესავებმა საერთოდ არ შეგვიწყვეს ხელი, ყველაფერმა ჩემი და ლიკა დეიდის მხრებზე გადაიარა. რამდენიმე თვეში მამაჩემის ძმა გამოჩნდა. ლუკა ბიძიას ჩემზე მეურვეუობის გაფორმება სურდა. ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, რომ მას ვუყვარდი. სინამდვილეში ძიას ჩემი ბინის ხელში ჩაგდება ეწადა, რომელიც მშობლებისგან მერგო მემკვიდრეობით.

ჩემმა დედინაცვალმა ადვოკატი დაიქირავა, რომელმაც აუხსნა, რომ მას თითქმის არ ჰქონდა შანსი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ლიკა დეიდა და მამაჩემი ოფიციალურად არც კი იყვნენ დაქორწინებულები. დედინაცვალი არ ნებდებოდა, მისთვის უძრავი ქონება არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენდა, მას მთელი გულით ეწადა, რომ ჩემზე მეურვეობა მოეპოვებინა. უფლის წყალობით, მან ეს შეძლო. ლიკა დეიდამ მითხრა, რომ საცხოვრებელი ფართის დაკაგვის გამო არ მენერვიულა, რადგან თავის დროზე იგი საკუთარ ბინას მიანდერძებდა. ის ღვიძლი შვილივით მზრდიდა და თავს მევლებოდა. მან ქორწილიც გადამიხადა და მოგვიანებით ჩემს შვილსაც არ აკარებდა ცივ ნიავს. სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ლიკა დეიდა გარდაიცვალა. ახლა მთელი ოჯახი მის მიერ დატოვებულ ბინაში ვცხოვრობთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე