სალომეს მკაფიოდ ახსოვს, თუ როგორ დაიკარგა მისი მეზობლის მცირეწლოვანი ბავშვი.

335 views

ბავშვობაში ყველაფერი მზიანი და უსაფრთხო ჩანს. უფროსების ნებისმიერი გაფრთხილება პატარების მხრიდან აღიქმება მოკლე ისტორიებად, რომელთა მიზანი მსმენელთა შეშინებაა. “რა უნდა დამემართოს!?” – ამტკიცებს ბავშვი თუ მოზარდი. ისინი მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, როცა უკვე თავად ხდებიან მშობლები.

არსებობს უამრავი პრეცედენტი, როცა მშობლები ეძებენ ბავშვს, რომელიც წესით ეზოში თანატოლებთან ერთად უნდა თამაშობდეს ან იგი სკოლიდან ერთი საათის წინ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სადღაც გაუჩინარდა. საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევების უმრავლესობა იმით სრულდება, რომ ვაჟი თუ ქალიშვილი უნებართვოდ წავიდა სასეირნოდ. სამწუხაროდ, არსებობს ტრაგიკული ისტორიებიც, როცა ბავშვი უგზოუკვლოდ იკარგება ხოლმე.

საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს თავღია საკანალიზაციო ლუქი, მაწანწალა ძაღლები, მდინარე, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი. ეს სია უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ. არსი იმაში მდგომარეობს, რომ მშობლემა შვილს სწორად მოქცევა ასწავლოს, რათა ბავშვს შეეძლოს უფროსის დაუხმარებლად სახიფათო სიტუაციის შეფასება.

სალომეს მკაფიოდ ახსოვს შემთხვევა, როცა მისი მეზობლის მცირეწლოვანი ბავშვი დაიკარგა. ბიჭუნა თანატოლებთან ერთად ეზოში თამაშობდა, თუმცა შემდეგ უეცრად გაუჩინარდა. მშობლებმა იმ არემარეში ყველაფერი შემოიარეს, თუმცა უშედეგოდ. თითქოს ბავშვის მიწამ ჩაყლაპა. ამ სიტუაციაში სამართალდამცავები უძლურნი აღმოჩნდნენ. სალომეს მშობლები ძალიან შეშინდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ რაიონში მანიაკი გამოჩნდა, შესაბამისად, აფორიაქებული დედ-მამა ქალიშვილს მარტო არსად უშვებდა.

რასაკვირველია, თავისუფლებაშეზღუდული გოგონა ძალიან შეღონდა. პატარა სალომე მომხდარში საშიშს ვერაფერს ხედავდა. ბავშვის ფსიქიკა ამგვარადაა მოწყობილი. მან უნდა შეიცნოს სამყარო, გარკვეული შიშებით შეზღუდული პატარა კი დედის კალთას არასოდეს მოშორდება. აქედან გამომდინარე, ბავშვის ცნობიერება პოულობს მთელ რიგ ახსნებს, რათა შეამციროს რისკები.

ბავშვს ღრმად სწამს, რომ მას არაფერი შეემთხვევა. სწორედ ამიტომ იგი ყურად არასოდეს იღებს მშობლის გაფრთხილებებს. სალომეს ცნობიერმა შექმნილს ვითარებას საკმაოდ გონივრული ახსნა მოუძებნდა: “მეზობლის ბიჭუნა ციგნებმა გაიტაცეს”. გოგონას წარმოდგენით, ამაში საშიში არაფერი იყო, ბავშვი უბრალოდ მოგზაურობდა და ბოლოს ის მშობლებს დაუბრუნდებოდა.

სალომე ახლა ზრდასრული ქალია და ცხოვრებას სულ სხვა თვალით უყურებს უყურებს. მას გაცნობიერებული აქვს, რომ საფრთხე შეიძლება ყოველ ნაბიჯზე იმალებოდეს. დედა იგივეს ასწავლის თავის შვილებსაც, თუმცა ბავშვები სერიოზულად არ აღიქვამენ მშობლის სიტყვებს. სალომეს მტკიცედ სჯერა, რომ უფროსების დახმარების გარეშე პატარები ვერაფერს გააწყობენ. აქედან გამომდინარე, კეთილშობილი ქალბატონი არასოდეს იხევს უკან, როცა გასაჭრიში ჩავარდნილ ბავშვებს ხედავს.

ზრდასრული ადამიანები ვალდებულები არიან, რომ მსგავს ვითარებებში დროული რეაგირება მოახდინონ, უკანდახევა და გულგრილი დამოკიდებულება მორალური დანაშაულია. სწორედ ამგავარად ორგანიზდება ხოლმე მთელი რიგი სამძებრო ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ დაკარგული ბავშვების პოვნას.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე