ვერ ვხვდებოდი, თუ საიდან ჰქონდა ჩემს დედამთილს ამდენი ფული. როგორც აღმოჩნდა, ფინანსურად მას ჩემი მეუღლე ეხმარებოდა.

3.3k views

– ლელა, დედამ სანატორიუმის საგზური შეღავათიან ფასად ჩაიგდო ხელში, იგი ორ დღეში მიემგზავრება. მან თავისი ყვავილების მორწყვა გთხოვა. ვფიქრობ, ამას მარტივად გაართმევ თავს. მისი ბინა ხომ იგივე გზაზეა, სადაც ჩვენი ბავშვის ბაღი?!

– იქამდე მისაღწევად დამატებით სამი გაჩერების გავლა მომიწევს.

– დედას თხოვნაზე უარს ხომ ვერ ვეტყოდი?!

– რასაკვირველია, შენ ხათრს ვერ გაუტეხდი, ყვავილების სარწყავად კი მე უნდა ვიარო!

– ძვირფასო, ნუ ღელავ, კვირაში მხოლოდ ერთი დღით შეწუხდები. – დამამშვიდა კოტემ.

სიმართლე გითხრათ, დედამთილთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ ერთმანეთის ატანა გვიწევს. ურთიერთთან ღია კონფლიქტში არ შევდივართ ხოლმე, თუმცა ერთიმეორის დანახვა დიდ სიხარულს არ გვანიჭებს. მე და კოტე ვცხოვრობთ ბინაში, რომელიც ჩემს მეუღლეს ბებიმისმა უანდერძა. გვყავს ხუთი წლის უსაყვარლესი ქალიშვილი. ქალბატონი დოდო ხშირად მარიგებს ჭკუას ოჯახის საქმეებთან დაკავშირებით. დედამთილის რჩევებს ზრდილობისათვის ვისმენ, ბოლოს კი მაინც ისე ვიქცევი, როგორც ამას საჭიროდ ვთვლი. კოტეს დედამ მაკუნასთან დარჩენასა და მის მოვლაზე მაშინაც კი თქვა უარი, როცა ბავშვი ავად გახდა. მან სისუსტე მოიმიზეზა.

ახლა კი ისე გამოვიდა, რომ დედამთილის ბინაში უნდა მევლო და მისი ყვავილები მომერწყა. ერთხელ ამის გამო სამსახურშიც კი დამაგვიანდა. საბედნიეროდ, უფროსთან ჩემმა თანამშრომელმა დამაზღვია.

– ლელა, შენს დედამთილს სანატორიუმში დასვენების ფული საიდან აქვს? – დაინტერესდა ერთხელ ირინა.

– კოტემ მირთხა, რომ დედამისმა შეღავათიან ფასად იშოვა საგზური. ზოგადად, იგი მაღალი პენსიით ვერ დაიკვეხნის. არ დაგიმალავ და მგონია, რომ ქალბატონ დოდოს მდიდარი საყვარელი გამოუჩნდა. იგი სულ ახალ-ახალ ტანსაცმელს ყიდულობს ხოლმე.

ჩემი ქმარი დედამისის კომუნალურ ხარჯებს ყოველთვიურად ფარავს, რაც ბოლოს დროს უკვე ძალიან მაღიზიანებს. ამის გამო ფულის გადანახვას ფაქტობრივად ვერ ვახერხებთ. გარკვეული ხნის შემდეგ ქალბატონი დოდო სანატორიუმიდან დაბრუნდა, ხალისიანი, სიცოცხლით სავსე და განახლებული ენერგიით. ერთ თვეში კოტემ მახარა, რომ მშობელი მას მანქანას ყიდულობდა საჩუქრად. ჩემთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა, როგორც იქნა, მეუღლის ოცნება ახდებოდა. ვერაფრით გამეგო, თუ ვინ იყო ქალბატონი დოდოს შეძლებული სპონსორი.

ერთხელ მაკუნას კოტეს პორტფელი ძირს გადაუვარდა, საიდანაც საბუთები გადმოიყარა. როცა ჩანთაში დოკუმენტებს ვალაგებდი, გაოცებისგან ადგილზე გავხევდი: მასში ჩემი კოლეგის, ირინას ნოუთბუქი იდო. კოტე კომპიუტერულ პროგრამირებაში კარგად ერკვეოდა. მისთვის არაერთხელ მიმიცია რჩევა, რომ ამ საქმიანობით დამატებითი შემოსავლის მიღება შეეძლო. ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, თუ საიდან გაუჩნდა ჩემს დედამთილს ამდენი ფული. გადავწყვიტე, რომ დროებით ენაზე კბილი დამეჭირა.

მოგვიანებით ირინა დაწვრილებით გამოვკითხე. მისი თქმით, კოტე ნადმვილი პროფესიონალი იყო და მას უამრავი კლინეტი ჰყავდა. ამის შემდგომ ქმარს სერიოზულად დაველაპარაკე იმაზე, რომ იგი ყველაფერს მიმალავდა და ჩემთვის თეთრსაც კი ვერ იმეტებდა. მეუღლის პასუხი ამგვარი აღმოჩნდა:

– ლელა, ვერ ვხვდები, თუ რა დანაშაული მიმიძღვის შენს წინაშე. ჩემს ხელფასს მთლიანად შენ გაძლევ, ოჯახის ბიუჯეტში მეც შემაქვს წვლილი. რაც შეეხება დამატებით შემოსავალს, ეს უკვე ჩემი საქმეა, იმ თანხას როგორ განვკარგავ!

კოტეს კატეგორიულად არ ვეთანხმები. ახალ იგი დედამისთან ცხოვრობს. მეუღლისგან ალიმენტი მოვითხოვე მისი დამატებითი შემოსავლის გათვალისწინებით. ქმართან განქორწინებას არ ვაპირებ.

ასე გავიდა სამი თვე. ამას წინათ კოტე მესტუმრა და მითხრა, რომ დედასთან თანაცხოვრება მისთვის აუტანელი გადხა და მან ოჯახში დაბრუნების ნებართვა მთხოვა. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ჩემმა ქმარმა უნდა გაიაზროს საკუთარი დანაშაული. მან უნდა მიყიდოს ტურისტული საგზური, მანქანა და სრულად განმიახლოს გარდერობი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე