რატომ არ სურს ჩემი ქმრის დედას ჩვენთვის ერთი ბინის მოცემა? ისტორია ძუნწ დედამთილზე.

374 views

გულწრფელად მშურს იმ ოჯახების, სადაც მშობლები შვილებს უანგაროდ ეხმარებიან. რაც შეეხება ჩემი და გივის შემთხვევას, მის დედ-მამას ჩვენი დახმარების ფინანსური შესაძლებლობა აქვს, თუმცა ისინი ამას შეგნებულად არ აკეთებენ. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, თუ რაოდენ საწყენია მსგავსი დამოკიდებულება.

გივის მშობლებს სამი ბინა აქვთ, ერთში თავად ცხოვრობენ, დანარჩენი ორი კი გაქირავებული აქვთ. მე და ჩემს მეუღლეს სამი მცირეწლოვანი შვილი გვყავს და ყოველთვიურად ქირის გადახდა გვიწევს. ვერაფრით ვერ ვხვდები: ნუთუ გივის დედ-მამისათვის უმთავრესი ფულია და მათთვის სულერთია, როგორ პირობებში უწევთ ბავშვებს ცხოვრება? ჩემი მრავალი მინიშნების მიუხედავად, დედამთილს და მამამთილს არ სურთ ჩვენთვის ერთი ბინის დათობა.

ამას წინათ ისევ მოგვიწია ბინის შეცვლა, გადაბარგება ნამდვილ კოშმარად გვექცა. ჩემი და გივი მიერ ნაშოვნი ფული ქირაზე, საჭმელსა და ტანსაცმელზე იხარჯება. აქედან გამომდინარე, თანხის გადანახვას ვერა და ვერ ვახერხებთ.

ჩემი მშობლები სოფელში ძალიან დუხჭირად ცხოვრობენ და ვერაფრით ახერხებენ ჩვენს დახმარებას. გივის დედ-მამას კი ნამდვილად არ უჭირს, თუმცა ისინი ჩვენთვის ფულს ვერ იმეტებენ. დარწმუნებული ვარ, სიბერეში ისინი მე და ჩემს ქმარს მოგვთხოვენ, რომ მათ მოვუაროთ. დედამთილს და მამამთილს მტიცედ სჯერათ, რომ გივიმ თავისი ოჯახი სხვების დაუხმარებლად უნდა არჩინოს. დედაჩემს ღიად არაერთხელ განუცხადებია ჩვენთვის, რომ სამი ბავშვის გაჩენა შეცდომა იყო.

მე და გივი ყოველთვის ვოცნებობდით ბევრი ბავშვის ყოლაზე. შვილები ჩვენთვის სიხარულისა და სიამაყის მომნიჭებელნი არიან. მე და გივი მათზე მუდამ ვიზრუნებთ და გვერდიდან არასოდეს მოვშორდებით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე