ხალხის დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს ადამიანთა ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალა. რასაკვირველია, ამ ყველაფერს თან ახლდა უარყოფითი მომენტებიც, თუმცა სასიკეთო ეპიზოდები სჭარბობდა.
ლეონიდ ბრეჟნევის ხელისუფლების სათავეში ყოვნისას საბჭოთა კავშირში უამრავი სხვადასხვა სახის საქონელი იწარმოებოდა და მოქალაქეთა მოთხოვნილებები სრულად იყო დაკმაყოფილებული.
1980 წელს სსრკ ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა წარმოების მოცულობის მხრივ. რასაკვირველია, გარკვეული სახის პროდუქტები დეფიციტური იყო. მათ შესაძენად ხალხს ზოგჯერ დიდ ქალაქებში უწევდა ჩასვლა. ბრეჟნევის მმართველობის დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო ბინები. ამასთან, კომუნალური მომსახურების საფასური საკმაოდ იაფი იყო. იმ პერიოდში მოსახლეობა კომფორტულად ცხოვრებას იყო შეჩვეული. მაშინ ვოლგის ავტოქარხანაში საგრძნობლად გაიზარდა წარმოება. საკუთარი ავტომობილის შეძენის ოცნება უამრავი ადამიანისავის რეალობად იქცა.
1972 წელს რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ანტისარაკეტო თავდაცვაზე. ორივე მხარე შეიზღუდა ბირთვული იარაღის წარმოების კუთხით. შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ბირთვული ომის წამოწყების ალბათბა. სწორედ ბრეჟნევის მმართველობისას გაჩნდა 5-დღიანი სამუშაო კვირა და 3-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება.
იმ პერიოდში განათლება და ჯანდაცვა უფასო იყო. ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. 1980 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარდა ოლიმპიორი თამაშები, რომლებიც საუცხოოდ დაორგანიზდა.